11:52 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 13:48:15, 1323 ნახვა

საზოგადოება
დღეს და ხვალ საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საღამოდან საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

სააგენტოს ცნობით, 23 აპრილს, დღის პირველ ნახევარში შედარებით გამოიდარებს.

„21 აპრილს დღის ბოლოდან და 22 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

23 აპრილს, დღის პირველ ნახევარში შედარებით გამოიდარებს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ზღვის სანაპიროზე შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება.

24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
გარემოს ეროვნული სააგენტო - ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიში მიიტანა
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics