20:24 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 13:35:40, 1920 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ორბანი უნგრეთის დელეგაციას: რუსეთთან კონფლიქტის მიუხედავად, აღიქვით საქართველო როგორც სანდო და მდგრადი ქვეყანა

„უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლებო, საქართველო-რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის მიუხედავად, აღიქვით ეს ქვეყანა როგორც სანდო, მდგრადი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან მტკიცე საგარეო პოლიტიკა“, - ასე მიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმზე უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლებს.

მისი თქმით, საქართველოში არსებული გარემო მათი ბიზნესაქტივობებისთვის ხელსაყრელია.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, უნგრელები, რეგულარულად ვიღებთ სიახლეებს საქართველოდან რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, მე ვიტყოდი, რომ თქვენ გაგაჩნიათ ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა.უნგრეთი მიესალმება საქართველოს ტერიტორიულ ინტეგრაციას.თუმცა, ადვილად შესამჩნევი გახლავთ,რომ ოპერირება ეკონომიკის არ არის დამოკიდებული ამ კონფლიქტზე. ასე რომ, გთხოვთ, უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლებო, გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად რუსეთ-საქართველოს შორის არსებული კონფლიქტისა, აღიქვით ეს ქვეყანა როგორც სანდო, მდგრადი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან მტკიცე საგარეო პოლიტიკა, რომელიც არის ხელშემწყობი თქვენი ბიზნესაქტივობების. ეჭვი გამაჩნია, თუ რამდენად მოახერხებს მანძილის გამო, უნგრეთის დელეგაცია ხშირად ეწვიოს საქართველოს, მაგრამ არაა აუცილებელია ორი ქვეყანა გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობდეს, მთავარია მათი მისწრაფებები იყოს ახლოს. საქართველო და უნგრეთი გახლავთ ძალიან ახლო ქვეყნები კულტურული თვალსაზრისითაც. ჩვენ, უნგრეთის წარმომადგენლებმა, შეგვიძლია ვიამაყოთ, ვინაიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობას ვეცნობით  და ბევრი საერთო კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს.როცა ვემზადებოდი ამ ვიზიტისთვის, დავაფიქსირე რამდენიმე სიტყვა, რომელიც ფაქტობრივად, ორივე ენაში ერთი დ იგივე. ესაა-ხიდი, თეფში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ენაც გარკვეულ დონეზე ემთხვევა ერთმანეთს “, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics