16:37 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 21:37:27, 1950 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ქვეყანაში 3 მთავარი პოლიტიკური ფიგურა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, მანდატს ვეღარ მიიღებს

„საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და არც პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირი არჩევის მანდატის მატარებელი აღარ იქნებიან", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც ,,კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი ქვეყანაში - პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, იქნება არჩეული ე.წ. ხმოსნების, დეპუტატების და პარლამენტის წევრების მიერ; ანუ, არცერთი, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ქვეყანა უნდა წარმოადგინოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მანდატს არ აიღებს ამომრჩევლისგან პირდაპირ.

პრეზიდენტის თქმით, ამ თანამდებობის პირებს, რა თქმა უნდა, აირჩევენ დეპუტატები, ან ხმოსნები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით არჩეულები არიან, მაგრამ  ხალხთან დაშორება გაიზრდება. 
გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილიც გააკრიტიკა, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება და აღნიშნა, რომ კომისიამ არ შეამცირა 5% - იანი საარჩევნო ბარიერი და მეტიც, შემოიტანა ბლოკების შექმნის აკრძალვის საკითხი, რაც აბსოლუტურად გაუგებარია.

საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში ერთერთ პრობლემურ საკითხად მთავარსარდლის ფუნქციის გაუქმება დაასახელა.

„ამ ქვეყანაში მთავარსარდალი გაუქმებულია ფაქტიურად. ჩემთვის  ყველაზე პრობლემური თემაა, რადგან ვიცი რა რეგიონში ვცხოვრობთ, რა გამოწვევები აქვს ქვეყანას, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და, რომელშიც მცოცავი ოკუპაცია მიმდინარეობს. ცვლილებების მიხედვით, მთავარსარდალს აღარ აქვს სათათბირო ორგანო - უშიშროების საბჭო", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, იმ ვითარებაში, როდესაც საკონსტიტუციო კომისია დატოვა ყველა განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკურმა პარტიამ კამპანიის ,,კონსტიტიუცია ყველასია" ვალდებულებაა,  დაეხმაროს საკონსტიტუციო კომისიას და მიაწოდოს საზოგადოების მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით.

გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების დადებით მიმართულებად სოციალური დაცვის გარანტიების გაღრმავების საკითხი დაასახელა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რიჟვაძე - სოციალური პროექტის, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, უახლოეს პერიოდში 582 ოჯახი უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას
რიჟვაძე - 29 აპრილს გაიმართება საერთო სახალხო შეკრება, სადაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები
ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს
ბათუმი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლით და საცურაო აუზით უმასპინძლებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics