20:54 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 14:05:15, 2089 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კ.რ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და  მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 15 ივლისს,  00:00 საათზე, ქ.თბილისში, ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კ.რ. ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი პისტოლეტის გამოყენებით თავს დაესხა ი.რ.-ს, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა მის კუთვნილ „მერსედესის" მარკის ავტომანქანას, 250 ლარს და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა კ.რ. 16 ივლისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და  მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.რ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად  9  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics