18:56 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 12:33:09, 2763 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გია ჟორჟოლიანი: შევეცდებით, დავარწმუნოთ კოლეგები, რომ კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღება აუცილებელია

პარტია სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის წევრის, ცვლილების ინიციატორის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღება აუცილებელია.

ჟორჟოლიანის შეფასებით, 94-ე მუხლი ზღუდავს სახელმწიფოს და ეკონომიკურ განვითარებას.

დეპუტატის თქმით, თუ სახელმწიფომ არ აიღო მეტი პასუხისმგებლობა, შეუძლებელია ქვეყანაში ვითარების რადიკალური განვითარება.

„ეს მუხლი ზღუდავს სახელმწიფოს, ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფოს შესაძლებლობას და ზღუდავს წარმომადგენლობით დემოკრატიას. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ეს მუხლი ამოღებული უნდა იყოს. თუ ჩვენ გვინდა სერიოზულად გაუმჯობესება ქვეყანაში არსებული ვითარების, ვერც-ერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ამას თავის თავზე ვერ აიღებს, გარდა სახელმწიფოსი, რომელმაც უნდა შეასრულოს ლოკომოტივის როლი ქვეყნის განვითარებაში. ამისთვის სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ინსტრუმენტები, ამ ინსტრუმენტებს ზღუდავს ეს მუხლი. ჩვენ შევეცდებით დავარწმუნოთ ჩვენი საზოგადოება, მათ შორის ჩვენი კოლეგები, რომ საქართველო უნდა გახდეს ცივილიზებული ქვეყანა. არავითარი შეზღუდვები ამით ბიზნესს არ შეექმნება. ჩვენ არ ვამბობთ ან გაიზარდოს გადასახადები ან შევცვალოთ. ამას სჭირდება სპეციალური კვლევა, თუ როგორი უნდა იყოს. შევეცდებით დავარწმუნოთ კოლეგები, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებელია“, - აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

ექსპერტ პაატა შეშელიძის შეფასებით კი, თუ კონსტიტუციის 94-ე მუხლი გაუქმდება, მთავრობა ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ სადაც კი გაუჭირდება გადასახადები გაზარდოს.

„რეფერენდუმი არის ის გზა, რომელიც შეუძლია მთავრობამ გამოიყენოს და ეს საკმარისია იმისათვის, რომ მოხდეს ლეგიტიმაცია თავისი საქმიანობის. ნახეთ ბოლო წლებში, რომ მუდმივად არის მსჯელობა გაიზარდოს გადასახადები. რამდენჯერმე გაიზარდა აქციზის გადასახადი. ჩემთვის დასკვნა ცხადია, მთავრობა იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ სადაც კი მას გაუჭირდება, გაზარდოს გადასახადები, რაც არ შეიძლება იყოს ასეთი ხელაღებით მისაღები გადაწყვეტილება“, - განმარტა პაატა შეშელიძემ.

ცნობისთვის, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში", საზოგადოების კვლევის ცენტრი,  ფრიდრიხ ებერტის  ფონდის მხარდაჭერით, კონფერენციას - ,,კონსტიტუციის 94-ე მუხლო და ეფექტური სახელმწიფო" მართავს. აღნიშნული ღონისძიება შეეხება საკონსტიტუციო ინიციატივას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მოითხოვს. საკონსტიტუციო კომისიში, აღნიშნული ჩანაწერის ამოღების მოთხოვნით, შესულია ორი ინიციატივა: პარტია ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" და საკონსტიტუციო კომისიის წევრის, ვაკო ნაცვლიშვილის.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება ან არსებული გადასახადების ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. ამავე ჩანაწერის თანახმად, ეს შეზღუდვები არ ვრცელდება აქციზის გადასახადზე.

პარტიის, ,,სოციალ-დემოკრატების საქართველოს განვითარებისთვის", საკონსტიტუციო ინიციატივაში ნათქვამია, რომ საგადასახადო განაკვეთები, სოციალური პასუხისმგებლობის განაწილებისა და სახელმწიფოს როლის შესახებ დისკუსია წარმოადგენს დასავლური პოლიტიკური სივრცის მთავარ განსახილველ საკითხს, საქართველოში ეს დისკუსია კონსტიტუციურად აკრძალულია. პარტიაში მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლი არსებითად ზღუდავს პარლამენტის უფლებამოსილებას, განსაზღვროს ქვეყნის განვითარების სტრატეგია და აზიანებს ინსტიტუციურ დემოკრატიას. მათივე თქმით, აღნიშნული ჩანაწერი უპრეცედენტოა და მას ანალოგი  სხვა ქვეყნების კონსტიტუციებში არ გააჩნია.

კონფერენციაზე მიწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics