08:14 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-17 20:18:02, 2224 ნახვა

სამართალი
ყოფილი დეპუტატის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ვასილ დავითაშვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავება თელავის რაიონის სოფელ კასისხევში მოხდა. უწყების ცნობით, მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მისი პირადი ჩხრეკისას მაკაროვის ტიპის პისტოლეტი ამოიღეს.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი საკუთარი სახლის ეზოში დღეს დაჭრეს. დავითაშვილს ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული. ის თელავის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით დაიწყო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics