04:20 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 12:52:58, 1430 ნახვა

სხვადასხვა
მსოფლიოში პოპულარული გართობის მოდელი საქართველოშიც მკვიდრდება

საერთაშორისო  კომპანია  ბრეინ  დრეინი (Brain Drain) ქართველ მომხმარებელს ინოვაციურ სერვისს სთავაზობს.

კომპანიის მომსახურება გულისხმობს რეალითი ქვესტის სერვისს, რაც დასვენებისა და გართობის სრულიად ახალი მიდგომაა.

ამ ეტაპზე კომპანია 5 სხვადასხვა სათამაშო ქვესტ-ოთახით ფუნქციონირებს, რომლის მიზანიც მომხმარებლისთვის მასზე მორგებული, ინოვაციური და თანამედროვე აქტიური დასვენების შეთავაზებაა.

აღსანიშნავია, რომ ახალი კომპანია ბრეინ დრეინი (Brain Drain) / რეალითი ქვესთი - დასვენების, ახლებური გართობისა და თამაშის ადაპტირებულ ფორმას წარმოადგენს, რომელიც ცნობილი ფორტ ბოიარდისა და კომპიუტერული თამაშების ერთგვარი ნაზავია.

ბრეინ დრეინს (Brain Drain) 2, 5 და რიგ შემთხვევებში 7 ადამიანისგან შემდგარი გუნდი თამაშობს. რეალითი ქვესტი, როგორც გართობის ინოვაციური ფორმა სრულიად უცხოა თბილისელებისთვის.

გართობის ახლებური მოდელი ფაქტიურად რევოლუციური მიდგომაა ამ სფეროში.

 მოთამაშეები ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა ფილმებისა და ისტორიული მოვლენების მთავარი გმირები ხდებიან.

ისინი ხსნიან თავსატეხებს, იმარჯვებენ სხვადასხვა დაბრკოლებებზე და თავად განიცდიან მათთვის ჯერ კიდევ უცნაურ ემოციებს.

გართობის ეს ფორმა ბოლო წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში.

ფსიქოლოგების აზრით რეალითი ქვესტი გადატვირთული რეჟიმით მცხოვრები მოზარდების, ახალგაზრდების და ზრდასრული ადამიანიბისთვის განტვირთვის იდეალური ფორმაა. მოთამაშეს საშუალება ეძლევა არა მარტო ოჯახით, მეგობრებთან ან კოლეგებთან ერთად აღმოჩნდეს მათთვის აქამდე უჩვეულო სიტუაციაში და თამაშით დაძლიოს სხვადასხვა გამოწვევები, არამედ მოახდინოს გონების ერთგვარი განტვირთვა.

ყოველივე ეს კი მოთამაშეს საშუალებას აძლევს სრულიად ახალი ძალებით ჩაერთოს ცხოვრების რიტმში, გამოსცადოს დასვენების ახლებური მიდგომა და კომფორტულ და აზარტულ გარემოში გამოავლინოს მისთვის საჭირო უნარები.

მსოფლიოში პოპულარული თამაშების „რეალითი ქვესტის“ ერთჯერადი თამაშიც კი საქმიან ადამიანებს ეხმარება დაძლიონ ყოველდღიური დაძაბულობა და სტრესული სიტუაციები; ეხმარება ახალგაზრდებსა და სტუდენტებს წინა საგამოცდო პერიოდში, ასევე კონცენტრაციაში, ხელს უწყობს მახსოვრობის კიდევ უფრო განვითარებას, საუკეთესო ანტისტრესული საშუალებაა ოჯახურ ურთიერთობებში და რაც მთავარია ორგანიზაციებისთვის „თიმ ბილდინგის“ და მეგობრებთან ერთად გართობის იდეალური კომბინაციაა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics