22:55 - 28 ივლისი, 2017
2017-04-06 23:11:17, 367 ნახვა
7 აპრილის სპეციალური ანონსი

7 აპრილს 08:30 საათზე, ვაკეში, პიქსელის შენობის მიმდებარე შუქნიშნებთან, ახალგაზრდა „თავისუფალი დემოკრატები“ გამართავს სოციალურ აქციას საგზაო წესებთან დაკავშირებით, ლოზუნგით „გაჩერდი წითელზე, ბავშვები შენგან იღებენ მაგალითს!“.

7 აპრილს, 10:00 საათზე, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის 2017-2030 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრის მოადგილე ნინო ბერძული და გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ალანა არმიტაჯი დაესწრებიან.
მის.: რუსთაველის N13, სასტუმრო „თბილისი მერიოტი“
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

7 აპრილს, 10:30 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჩატარდება საერთაშორისო ონლაინ მასტერკლასი ნაწილაკების ფიზიკაში. 
მის.: კოსტავას ქ. #77 (ადმინისტრაციული შენობა მე-2 სართული).

7 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლები, დედაქალაქში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.
მის: თავისუფლების #2

7 აპრილს, 11:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში, საქართველოს ბავშვთა და სპორტისა და ახალგაზრდობის ფედერცია და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - „თბილისი 2017“.
მის.: უნივერსიტეტის ქ. N15ა (მაღლივი კორპუსის მიმდებარედ).
საკონტაქტო პირები: ირინა დოგრაშვილი - 557 595 158, მარიამ კიკალიშვილი - 599 926 906

7 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის შემუშავებული საკომუნიკაციო სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება.
მის: თავისუფლების მოედანი #4, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“

7 აპრილს, 11:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრების, სერგი კაპანაძისა და თინათინ ბოკუჩავას შეხვედრა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან, ანა კარინ ენეშტრომთან.
მის: თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

7 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

7 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აკადემიის სტუდენტებისთვის ნატოს მიზნების, ამოცანებისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საჯარო ლექციას წაიკითხავს.
მის.: გლდანი, გმირ კურსანტთა ქ. #4

7 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიაში გაიმართება ი.ს. ბახის სახელობის რიგით 4-ე კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება. 
მის.: კოსტავას ქ. #77ა
საკონტაქტო პირი ჯენი ძოძუაშვილი - 599 38 23 33



სოციალური ქსელები
კომენტარები



არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics