07:29 - 22 Nov, 2017
2017-04-05 23:47:35, 679 ნახვა
6 აპრილის სპეციალური ანონსი

6 აპრილს, 09:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 
მის: ინგოროყვას ქ. #7

6 აპრილს, 09:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სამთო კურორტების მე-3 ევროაზიურ კონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე მოხსენებით გამოვა.

6 აპრილს, 11:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

6 აპრილს, 11:00 საათზე, „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ - აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს რეგიონული ოფისის დირექტორი ლევან ცუცქირიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: არასახარბიელო კვლევა პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირების შესახებ.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565 

6 აპრილს, 11:00 საათზე, “ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ნუგზარ წიკლაურის და გოგა ონიანის პრესკონფერენცია გაიმართება.

6 აპრილს, 11:30 საათზე, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პერსონალურად შეიტანენ სარჩელებს, რომლითაც ე.წ. მოსმენების შესახებ მიღებულ კანონს გაასაჩივრებენ.

6 აპრილს, 11:30 საათზე, თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი - ირაკლი გვილავა; საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელი კახა ნიკოლაძე და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის წარმომადგენელი ჯემალ არჯევანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 8 აპრილს ლისის ტბაზე დაგეგმილი ღონისძიებები. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565 

6 აპრილს, 12:00 საათზე, კამპანია „ეს შენ გეხებას“ ორგანიზებით, დაიწყება ფარული მიყურადების შესახებ კანონთან დაკავშირებული მოქალაქეთა სარჩელების მიღება, რომელიც შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გაიგზავნება. მოქალაქეთა მიღება გაგრძელდება 18:00 საათამდე. სარჩელის ჩაბარება შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართებზე: 
ქ.თბილისი, ჭოველიძის 10, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისი; 
ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის 74, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ოფისი;
ქ. ქუთაისი, მ. კოსტავას 11, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ოფისი.
საკონტაქტო პირი თამთა კაპანაძე - 599 88 74 23 

6 აპრილს, 12:00 საათზე, ,,თავისუფალი დემოკრატები" პარტიის ცენტრალურ ოფისში ფარული მოსმენების კანონის შესახებ ბრიფინგს გამართავს.
მის: ზანდუკელის ქ. #7 

6 აპრილს, 13:00 საათზე, "ფაბრიკაში" გაიმართება პროექტის - „კორუფციასთან ბრძოლა საჯარო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდის ხელშეწყობით“ დახურვის ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია განხორციელებული კვლევების, ბლოგების, სასამართლო საქმეების, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების და პროექტით გათვალისწინებული სხვა აქტივობების შესახებ.
მის.: ეგნატე ნინოშვილის ქ. #8

6 აპრილი, 14:00 საათიზე, ნატოს დღეების ფარგლებში, მასწავლებლებისთვის სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიმართება. სემინარს გახსნიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტი ქეთევან ციხელაშვილი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი. 
მის: წინამძღვრიშვილის ქ. #162, ნატოს სამეკავშირეო ოფისი
საკონტაქტო პირი მარიამ ჯაფარიძე - 555 101040

6 აპრილს, 16:00 საათიდან 22:00 საათამდე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და სპორტული ორგანიზაციების მონაწილეობით სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



მორგში, კარცერებში მოთავსება, ცემა, ჰიგიენური საშუალებების ჩამორთმევა-ვინ და რა მიზნით აწამებდა პატიმრებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის სარაკეტო კომპლექსის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო
რამზან კადიროვი მიიჩნევს, რომ იოსებ სტალინის ნეშტი საქართველოში უნდა დაკრძალონ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics