19:46 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 18:10:54, 2010 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ჯონ მაკკეინსა და რონ ჯონსონს შეხვდა

ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა სენატორ ჯონ მაკკეინთან და სენატორ რონ ჯონსონთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორებს საერთაშორისო არენაზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ მადლიერება გამოხატა მიმდინარე წლის დასაწყისში სენატორ მაკკეინის და სენატორთა დელეგაციის საქართველოში ვიზიტის გამო. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებებზე აშშ-ს ადმინისტრაციასთან და პოლიტიკურ წრეებთან ბოლო პერიოდში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა.

სენატორი მაკკეინი მიესალმა საქართველოს პროგრესს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის  გამართვის მნიშვნელობა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს განვითარების და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. ამერიკელი სენატორები მიესალმნენ საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებას, რომელშიც ასევე კონგრესმენთა დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.

სენატორი მაკკეინი ასევე მიესალმა საქართველოს წარმატებას ევროპულ გზაზე, მათ შორის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რამაც ევროკავშირი ქვეყნის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახადა. სენატორები დაინტერესდნენ მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს განვითარებით და მიმდინარე რეფორმებით.  

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. კიდევ ერთხელ შეშფოთება გამოითქვა რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის გამო, რომელიც საქართველოს რეგიონების ანექსიას ისახავს მიზნად. სენატორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს მხარდაჭერა.   მათ გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავებას.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics