14:30 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 15:30:40, 1369 ნახვა

საზოგადოება
საჩხერის სამედიცინო ცენტრში გუგა კუზანოვი რეკონსტრუქციულ-პლასტიკურ და ესთეტიკურ ოპერაციებს იწყებს

საჩხერის სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ცნობილი პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი, პირველ ოპერაციებს 1 აპრილს ჩაატარებს. ცენტრის გადაწყვეტილებით, ნებისმიერი სახის ოპერაციაზე მაისის ბოლომდე 20-პროცენტიანი ფასდაკლება მოქმედებს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის მომსახურებას 2017 წლიდან დაემატა პლასტიკური ქირურგიის განყოფილება, სადაც გუგა კუზანოვი თბილისიდან პერიოდულად ჩავა და, უფასო კონსულტაციების პარალელურად, ოპერაციებსაც ჩაატარებს.

ექიმის განცხადებით, საჩხერის სამედიცინო ცენტრში ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ნებისმიერი სირთულის ოპერაცია მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარდეს.

„მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის. რაც ყველაზე მთავრია, პაციენტებს აღარ მოუწევთ ოპერაციებისთვის თბილისში ჩამოსვლა, რაც, გარდა დისკომფორტისა, საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული,“ – აღნიშნა კუზანოვმა.

ოპერაციების ჩამონათვალი კი საკმაოდ ვრცელია:
დამწვრობისა და ტრავმების შემდგომი ქირურგია; თანდაყოლილი ნაპრალების ქირურგია (კურდღლის ტუჩის და მგლის ხახის კორექცია; რინოპლასტიკა (ცხვირის ფორმისა და ზომების კორექცია, რა დროს შესაძლებელია ცხვირით სუნთქვის აღდგენაც – სეპტოპლასტიკა, ტურბინექტომია, პოლიპექტომია, ადენოიდექტომია); სახის დაჭიმვა (ფეისლიფტინგი. სახის ცირკულარული დაჭიმვა, სახის ზედა მესამედის დაჭიმვა); ბლეფაროპლასტიკა (ზედა და ქვედა ქუთუთოების ესთეტიკა); აურიკულოპლასტიკა (რომელიც საშუალებას იძლევა, გასწორდეს ყურის ნიჟარის ფორმა, შეიცვალოს მისი ზომა, ასევე აღგეს ყურის ნიჟარა, მისი არარსებობის შემთხვევაში); ტუჩის ზომის და ფორმის კორექცია; სახის კონტურების კორექცია (სახის ფორმის და ოვალის კორექცია); მამოპლასტიკა; ლიპოსაქცია; აბდომინოპლასტიკა; ინტიმური ქირურგია (სასიცხო ბაგეების კორექცია, ფალოპლასტიკა); რეპლანტაცია; სახის რეკონსტრუქციული ქირურგია; თავის და კისრის რეკონსტრუქცია; მკერდის რეკონსტრუქცია; რეკონსტრუქციული ორთოპედია და სხვ. რეკონსტრუქციულ-პლასტიკურ და ესთეტიკურ ოპერაციებს ჩაატარებს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუგა კუზანოვთან უფასო კონსულტაციები პერიოდულად გაიმართება, რეკონსტრუქციულ-პლასტიკურ და ესთეტიკურ ოპერაციებზე 20%-იანი ფასდაკლება კი მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
კალაძე „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე - ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას
კალაძე ოპოზიციაზე - იმის მაგივრად, ყველას მოუწოდონ, ჟურნალისტებს ხელი არ შეუშალონ სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ
სოფელ გეგელიძეებში, ახალი სოფლის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics