12:06 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 15:04:53, 1704 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქის ინიციატივით, სვეტიცხოველში 100 წლის წინანდელის მსგავსი ფოტო გადაიღეს

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ინიციატივით, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში შეკრებილებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

პატრიარქის თქმით, მსგავსი ფოტო ზუსტად 100 წლის წინაც გადაიღეს. 

ცნობისთვის, ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით წირვა აღავლინა და მრევლს სიტყვით მიმართა. 

შეგახსენებთ, რომ ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო.1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს.

1917 წლის 25 მარტს საქართველოს სამღვდელოებამ აღადგინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ეპისკოპოსი კირიონი. 1989 წელს V საუკუნიდან არსებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ოდითგანვე არსებული საპატრიარქო პატივი საქართველოს კათოლიკოსისა დაადასტურა მსოფლიო საპატრიარქომ. 1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია უწმიდესი და უნეტარესი ილია II.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა
გზების დეპარტამენტი - სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის აღდგენისთვის საპროექტო კვლევებში ევროპელი სპეციალისტები ჩაერთნენ
„თიბისის“ შეხვედრები „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში
საგამოძიებო სამსახური - ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე 2 პირი დავაკავეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics