10:11 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 15:01:00, 1986 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ნიკა გვარამია: ორშაბათს დავაფუძნებთ შპს „რუსთავი 2-ის გუნდს“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის გუნდმა „რუსთავი 2“-ის წილის 91%-ის მფლობელების ლევან და გია ყარამანიშვილების ბოლო შეთავაზებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტყილება მიიღო.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ძმები ყარამანიშვილების შემოთავაზება რევოლუციურია. 

„ყარამანიშვილების შემოთავაზება არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და რევოლუციური. ეს არის პრაქტიკულად არხის თანამშრომლებისთვის საკონტროლო პაკეტის გადაცემა, რაც უნდა გვესმოდეს, რომ 51% „რუსთავი2-ში“ არის შპს „საქართველოს“ ხელში და შპს „საქართველოს“ 51% საკონტროლო პაკეტი იქნება უკვე „რუსთავი2“-ის საკონტროლო პაკეტის. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კოლექტივის ხელში გადაცემა იმ უფლების, რომ ის იყოს ძირითადი აქტორი არხის ბედის წარმართვაში”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ორშაბათიდან შპს „რუსთავი 2-ის გუნდი“ დაფუძნდება.

„ორშაბათს დავაფუძნებთ შპს-ს, რომლის სახელიც „რუსთავი 2-ის გუნდი“ იქნება და ეს შპს იქნება ამ 51% წილის მფლობელი“, - აღნიშნა გვარამიამ.

ამასთან, მისივე თქმით, „რუსთავი2“-ის გუნდი 19:00 საათზე შეიკრიბება და გადაწყდება, ახალ შპს-ს რამდენი ადამიანი დააფუძნებს და წილის მფლობელი და მართვაზე პასუხისმგებელი ვინ იქნება. 

ცნობისთვის, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 91 % -ის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილებმა ტელეკომპანიის თანამშრომელთა შეთავაზებაზე საპასუხო განცხადება გუშინ გაავრცელეს და მზადყოფნა გამოთქვეს, „რუსთავი 2“-ის აქციათა საკონტროლო პაკეტის, 51 %-ის მფლობელი შპს ტელეკომპანია „საქართველოს“ აქციების საკონტროლო პაკეტი, 51 %, „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს გადასცენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics