17:48 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 12:55:19, 1409 ნახვა

საზოგადოება
მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მდინარე დიღმულას გაწმენდით სამუშაოებს განაგრძობს. თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან, დიდუბის რაიონის გამგებელთან - ირმა ზავრადაშვილთან და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველ მოადგილესთან დავით დოლიძესთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

დავით ნარმანიას განცხადებით, ტერიტორიისა და მდინარის ნარჩენებისგან გაწმენდის შედეგად გამოჩნდა სივრცე, რომელიც რეკრეაციულად განვითარდება.

„მტკვრის კალაპოტის გაწმენდის შემდეგ მსგავსი ღონისძიებების გატარება ჩვენ მდინარე დიღმულაზე დავგეგმეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობის თქმით, წლებია მათ აქ არსებული სიტუაცია აწუხებთ. ტერიტორია რეკრეაციული თვალსაზრისითაც საინტერესოა და დასუფთავების შედეგად გამოჩნდა სივრცე, სადაც ზაფხულის განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლები შეძლებენ დასვენებას, ამიტომ ძალიან კარგი საქმე კეთდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ,

მერიის ინფორმაციით, მდინარე და მისი მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკის საშუალებით, წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან იწმინდება. გარდა ამისა, ხორციელდება იმ ხეების სხვლა-ფორმირება, რომლებიც გამხმარია და მდინარის ჯებირებს აზიანებს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მდინარე დიღმულას მიმდებარე ტერიტორია და ხეობა ბოლო ათეული წლებია არ გაწმენდილა, რაც თავის მხრივ, ანტისანიტარიას იწვევდა.

მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები 20 მარტს დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლსკი - არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ხაბეიშვილს ბრძოლაში წაჰყვება
ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს - ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ?
ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ხაბეიშვილი გომელაურს - კორუმპირებული ხართ - ცალ-ცალი ბოტებით მოხვედით და დღეს მილიონერი ხართ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics