23:31 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 12:36:46, 1924 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: გაერო-ს დღის წესრიგში საქართველოს საკითხი აქტიურად დგას და ის მომდევნო სესიების განმავლობაშიც დადგება

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დიპლომატებს გაერო-ში საქართველოს საკითხზე პირველი რეზოლუციის მიღება მიულოცა.

როგორც ჩუგოშვილმა პარლამენტში გამართული პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

 „საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც. გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს ადამიანის უფლებათა საკითხებში დაევალა, რომ შეისწავლოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა და შესაბამისი ანგარიში გააცნოს ადამიანის უფლებების საბჭოს მომდევნო სესიებზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს იმას, რომ ყურადღება და კონსოლიდაცია ჩვენი გამოწვევების წინაშე იყოს ერთიანი, გვქონდეს ძალიან დიდი მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, საქართველოს დეოკუპაციის კუთხით გადაიდგას მომდევნო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ამავე რეზოლუციაში ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი და ზოგადად საქართველოში დემოკრატიის ხარისხი.

„ეს ყველაფერი, გვაძლევს პირველ რიგში იმის შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ ძალიან დიდი კონსოლიდაცია, ორგანიზება და უზრუნველვყოთ მხარდაჭერა სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

შეგახსენებთ, 24 მარტს, ჟენევაში  გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics