04:38 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 11:58:12, 2247 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 24-25 მარტს ბელგიის სამეფოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ბრიუსელის ფორუმში. კერძოდ მინისტრი სიტყვით გამოვა მე-6 პლენარულ სესიაზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის თემატიკას დაეთმობა. ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების, საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევების შესახებ. 

სესიის დასრულების შემდეგ დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა აშშ-ის სენატორთან, ჯონ მაკკეინთან.  ბრიუსელის ყოველწლიურ კონფერენციას  აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის დელეგაცია, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები ესწრებიან.  




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics