17:16 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 11:51:12, 1303 ნახვა

საზოგადოება
მერია ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს

თბილისის მერია ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს.

26 მარტს, „ახალ ტფილისში“ ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება. განახლებული აღმაშენებლის საფეხმავლო მონაკვეთი მოირთვება თემატური დეკორაციით.

12:00 საათიდან - „ევროპა ჩვენს ქუჩაზე“ - უწყვეტ რეჟიმში, დაუკრავენ ქართველი DJ-ები: Nika J, Tomma, Bacho, Cobert, Gacha Bakradze, Luna989, Misho Urushadze და სხვა.  ქუჩაზე მოეწყობა ორი საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვებს თემატური თამაშები დახვდებათ, კერძოდ, ისინი სამგზავრო ჩემოდნის ჩალაგებას ისწავლიან, ასევე,  მიიღებენ ინფორმაციას სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ; სტუმრების განწყობაზე მიმებიც იზრუნებენ.

მთელი დღის განმავლობაში, „ევროპული ქუჩის“ სტუმრებს, საგანგებოდ მოწყობილი დახლებიდან კულინარიის აკადემიის შეფ მზარეულები გაუმასპინძლდებიან და როგორც ქართულ, ასევე, ევროპულ კერძებს შესთავაზებენ. 

15:00 საათიდან ყველაზე სახალხო პროექტი, „გვიდირიჟორე“ დაიწყება - ვისაც ოდესმე ორკესტრის დირიჟორობაზე უოცნებია, ამ დღეს ოცნებას აიხდენს.

15:00 საათზე თოჯინური ოპერა ”სევილიელი დალაქი” გაიმართება;

18:00 საათზე ქართული ჯგუფი The Black Marrows  დაუკრავს;

დღესასწაულის კულმინაცია კი კონცერტი იქნება, სადაც ყველასთვის კარგად ცნობილი ევროპული მუსიკა გაჟღერდება - ფრანგული ვალსი, იტალიური კინომუსიკა, ოპერის ვარსკვლავები, ევროპული ჰანგები სტუმრებს მთელი საღამოს განმავლობაში განსაკუთრებულ განწყობას შეუქმნიან.

27 მარტს - 21:00 საათზე ევროპის მოედანზე სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე, ბენდები, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის ქალთა გუნდი. კონცერტი ევროპის მოედანზე 21:00 საათზე დაიწყება, 2 საათს გასტანს და საზეიმო ფოერვერკით დასრულდება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს
პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში - სეზონის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics