16:25 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 14:36:50, 2293 ნახვა

სამართალი
ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებული დავით დევნოზაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 

საქმის მოსამართლემ ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა. 

ადვოკატი დევნოზაშვილის 10 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა. როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, მიმალვას არ აპირებდა.

რაც შეეხება საქმეს, ბრალდებულის თქმით, მას ფოტოგრაფებზე არანაირი ზეწოლა არ მოუხდენია, რაშიც მას ბრალდების მხარე ადანაშაულებს. 

მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის საფუძველი არ არსებობს და არანაირი ახალი გარემოება არ გამოკვეთილა. 

მოსამართლის თქმით, მტკიცებულებათა მოპოვებაზე ხელის შეშლასთან დაკავშირებით საფრთხე არსებობს. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე გაუთვალისწინებელი დარჩა დაცვის მხარის კიდევ ერთი შუამდგომლობა რომლითაც ადვოკატი კახა წერეთელი ითხოვდა ამ საქმესთან ერთად გაერთიანებულიყო ბათუმის საქმეც, რომელზეც გაზეთ "ბათუმელების" საქმეზე დევნოზაშვილს ასევე უფლებამოსილების გადამეტება ბრალდება. 

შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო სხდომაზე გადაწყდა, რომ  საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყოს, რადგა​ნ წარდგენილი მტკიცებულებები შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს. 

შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილ უფროს დავით დევნოზაშვილთან ერთად საქმეზე ბრალდებულია გლდანის მერვე დაწესებულების დირექტორი ალექსანდრე მუხაძე. ორივე მათგანი უფლებამოსილების გადამეტებაში პირადი ღირსების შელახვის მუხლითაა ბრალდებული.  

რაც შეეხება ე.წ. ფოტოგრაფების საქმეს, ამ საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თალაკვაძე ოპოზიციას - როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ევროპულ ორბიტას ჩამოშორდა
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
ალექსანდრე დალაქიშვილი - ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების საშუალება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics