10:29 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 10:23:53, 2409 ნახვა

პოლიტიკა
სამინისტროების ორთაჭალაში გადატანა იგეგმება

მმართველობითი რეფორმის ფარგლებში ერთიანი სამთავრობო სივრცე შეიქმნება. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი გაკეთდება და თითქმის ყველა სამინისტრო ორთაჭალაში გადავა.

"მოგეხსენებათ რომ ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთიანი მომსახურების ოფისის, სივრცის შექმნა, რომელსაც ბიზნეს სახლი ეწოდება და ეს პროექტი ხორცილედება, დაწყებულია უკვე ორთაჭალაში და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მომსხურების კიდევ უფრო გაიოლების მიზნით, იმ ადგილის გვერდით, სადაც ხორციელდება ბიზნეს სახლის პროექტი, გავაკეთოთ სამთავრობო ქალაქის პროექტი, ძალიან დიდი ტერიტორია გამოიყო ამისთვის, სადაც განხორცილდება სამინისტროების გადატანა, რაც ერთის მხრივ იქნება ძლიან კარგი იმიტომ, რომ ქალაქის ცენტრში ძლიან ბევრი საოფისე, თუ სასტუმროსთვის სივრცე გამოთავისუფლედდება და მეორეს მხრივ, წახალისდება მშენებლობის სექტორი და ძალიან მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება, სადაც არაერთი სამინისტრო განთავსდება. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ რომ ორთაჭალის იმ სივრცეში თავს მოიყრის მთელი მთავრობის, პრაქტიკულად ყველა სამინისტრო, შეიძლება ერთეული სამინისტროების გარდა. რაც პრაქტიკულად უზრუნველყოფს როგორც იურიდიული პირებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის მომსახურების თვისობრივად სხვა ეტაპზე გადასვლას. ამიტომ ეს ძილან მნიშვნელოვანი პროექტია და მე მივესალმები ამ პროექტის დაწყებას”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics