23:32 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 18:56:30, 862 ნახვა

პოლიტიკა
სოსო ცისკარიშვილი: ვისაც კულტურულ მემკვიდრეობას დოლარი ურჩევნია, ქართულ საზოგადოებაში მყარი საყრდენი ვერ ექნება

„ვისაც კულტურულ მემკვიდრეობას დოლარი ურჩევნია, მას დიდხანს ვერ ექნება მყარი საყრდენი ქართულ საზოგადოებაში“, – ასე ეხმაურება  ექსპერტი  სოსო ცისკარიშვილი კომპანია „RMG Gold” –თან დაკავშრებით  პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

როგორც ცისკარიშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, პრემიერი თუ საყდრისთან დაკავშირებით სამართლიანობის დარღვევაზე საუბრობს, გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა უნდა მიეღო. 

თუმცა, მისივე შეფასებით,  ღარიბაშვილს ამ თემის ირგვლივ დისკუსიაში  „წარმატების მიღწევა“ გაუჭირდებოდა. 

„ამ საკითხში ვერ დავეთანხმები პრემიერ–მინისტრს. მართალ ადამიანს ძალიან მარტივად შეუძლია საკუთარი სიმართლის დადგენა. მაგრამ თუ სამართლიანობის დარღვევაზე აგებს  თავის ფრაზეოლოგიას, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და მიიღოს მონაწილეობა იმ დისკუსიაში, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს ქვეყანაში. ნათქვამია, ასჯერ გაზომე, ერთხელ გასჭერიო.  მაგრამ როდესაც ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში ტრიალდება ოფიციალური გადაწყვეტილებების კორიანტელი და სასამართლოსგან დაუკითხვაად... აბუჩად იგდებს მის გადაწყვეტილებას, ცხადია ქვეყანას, მის სახელმწიფოებრიობას, შეკოწიწებულ დემოკრატიას ბევრად მეტი ზიანი ექნება. გამომდინარე იქიდან, რომ  იმ ტერიტორიის ძალიან მცირე მონაკვეთზეა საუბარი, სადაც შესაძლოა,  ამ კომპანიამ იმოქმედოს,  რატომღაც მაინცდამაინც იმ მცირე ტერიტორიაზე აქვთ მიტანილი იერიში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და მათი სპეციალისტების რწმუნებით,  რეალურ ისტორიულ, კულტურულ სიმდიდრეს წარმოადგენს და  არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის. ვისაც დოლარი ურჩევნია კულტურულ მემკვიდრეობას, მას დიდხანს ვერ ექნება მყარი საყრდენი ქართულ საზოგადოებაში“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.

მან აქვე დასძინა, რომ პრემიერ–მინისტრი არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლებას, არამედ საკანონმდებლო ორგანოსაც ხელმძღვანელობს. 

რადგან, ცისკარიშვილის თქმით, პარლამენტში საყდრისთან დაკავშრებით დროებითი საგამოძიებო კომისია ჯერ კიდევ არ არის შექმნილი. 

„ეს მინიშნება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პრემიერ–მინისტრი არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ საკანონმდებლო ხელისუფლების, უმრავლესობის აზრთა გამრიგეც გახლავთ და ადვილად გამოსაცნობია ის განწყობები და პირში ჩავარდნილი ენა, როცა ამ საკითხის გარშემო დადუმებულია საპარლამენტო უმრავლესობა, ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებაზე უარს ამბობს  და კომისიის შექმნას არ აპირებს“, – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთელი ბონლისის რაიონი „RMG Gold“–ის მუშაობაზეა დამოკიდებული, რადგან ამ კომპანიას 3000 ოჯახი ჰყავს დასაქმებული. ხოლო, ის რაც  ბოლნისის საწარმოსთან მიმართებაში მოხდა, ამით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics