00:33 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 14:31:25, 2700 ნახვა

საზოგადოება რეგიონი სპორტი
„ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალების“ შესვლის გადაწყვეტილებას“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგანგებო განცხადებას აქვეყნებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული , მინისტრის აპარატი რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების შესვლის  გადაწყვეტილებას კატეგორიულად გმობს. 

"კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების შესვლის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი თვალსაჩინო გაგრძელება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული პროცესისა, რომლიც 2008 წლიდან მიმდინარეობს.

რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის უკვე გაფორმებულია ათეულობით მსგავსი ე.წ. შეთანხმება, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სრული და ექსკლუზიური კონტროლის გაძლიერებას ემსახურება.

განგრძობითი ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული პროცესები გრძელდება ჩვენი ძალისხმევის ფონზე, სამშვიდობო პროცესს შევმატოთ მეტი დინამიკა და მხარეებთან ერთად გამოვნახოთ მოსახლების კეთილდღეობისკენ მიმართული ჰუმანიტარული გამოსავალი.

ჩვენი სამშვიდობო ინიციატივების პარალელურად  რეგიონში მიმდინარეობს სამხედრო კონსოლიდაცია, რაც უდავო გამოწვევაა როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს აღებული  ძალის არგამოყენების ვალდებულება  და ეს თემა ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ  საკითხად რჩება. 

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადოდ შეაფასონ აღნიშნული ე.წ. შეთანხმება და მოსთხოვონ რუსეთის  ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება", - ნათქვამია განცხადებაში. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics