10:14 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 18:18:55, 2408 ნახვა

ეკონომიკა
ქეთევან ბოჭორიშვილმა დუბაიში საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობები გააცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, 26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, ქართული ექსპორტიორი კომპანიები საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში “Gulfood 2017” მონაწილეობენ.  

კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საემიროებში  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე იმყოფებოდნენ, რომლებმაც დუბაის სავაჭრო პალატის ორგანიზებულ საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები გამართეს.

გამოფენაზე ქართული სტენდის ქვეშ კომპანიებმა მოცვი, მინერალური და წყაროს წყალი, ჩაი, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, მურაბები, ჯემები, სოუსები, თხილი, სუნელები, ჩირი, დაფნა, გამხმარი ხილი და სხვა ქართული პროდუქცია წარადგინეს.

დუბაის სავაჭრო პალატის დახმარებით, გამოფენაში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ B2B შეხვედრები გაემართათ და დაემყარებინათ  სათანადო კონტაქტები დისტრიბუტორებთან, იმპორტიორ კომპანიებთან, საცალო გაყიდვების ქსელებსა და სხვა მომიჯნავე სექტორის წარმომადგენლებთან.
გამოფენის ფარგლებში გამართულ ღონისძიებსა და შეხვედრებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა დამსწრე აუდიტორიას დეტალურად გააცნო საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, საექსპორტო შესაძლებლობები და მზაობა გამოთქვა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე. 

აღსანიშნავია, რომ  ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას საექსპორტო პოტენციალის ზრდა წარმოადგენს. საერთაშორისო გამოფენებსა და სავაჭრო მისიებში მონაწილეობის გზით კომპანიებს საშუალება ეძლევათ სამიზნე ბაზრებზე წარადგინონ საკუთარი პროდუქცია, დაამყარონ ახალი კონტაქტები, გააღრმავონ არსებული თანამშრომლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეისწავლონ ახალი საბაზრო ტენდენციები.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics