20:02 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 18:12:38, 1552 ნახვა

საზოგადოება
აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალი ასტანაში ბიზნესფორუმზე წარადგინეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო შესაძლებლობები ყაზახ ბიზნესმენებს ასტანაში გამართულ ბიზნესფორუმზე გააცნო. საინვესტიციო ფორუმზე „Visit Ajara /Invest in Ajara” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გამართეს და ბიზნესმენებს, პოტენციურ ინვესტორებსა და ფორუმის მონაწილეებს აჭარაში ტურიზმის განვითარების პერსპექტივები გააცნეს.

ბიზნესფორუმის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებსა და რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე. ფორუმის ბოლოს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ქართულ არამატერიალურ კულტურას - სამზარეულოს, ღვინოსა და ფოლკლორს გაცნობოდნენ.

ფორუმის ფარგლებში ქართულმა და ყაზახურმა კომპანიებმა ორმხრივი შეხვედრებიც გამართეს, რაც ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტები განხორციელებას შეუწყობს ხელს.

აჭარის მთავრობის დელეგაცია ასტანაში 27 მარტიდან იმყოფება. დელეგაციაში იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში არაერთი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა როგორც ყაზახეთის მთავრობის ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. დელეგაცია ყაზახეთის რესპუბლიკას 1 მარტს დატოვებს.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს- სპექტაკლი დასრულებულია
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
​„ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისაკენ სწრაფვაში“ - ზურაბიშვილი ნაუსედას ესაუბრა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics