17:05 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 16:56:35, 2347 ნახვა

სამართალი კომენტარი
დეკანოზის ადვოკატი: მაინც და მაინც მკვდარი უნდა იყოს ადამიანი რომ არ დაიკითხოს?!

მაინც და მაინც მკვდარი უნდა იყოს ადამიანი რომ არ დაიკითხოს?!, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს, მამა გიორგის დაკითხვის ჩაშლის შემდეგ განუცხადა.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, პროკურატურა ოქმს აკეთებს, რომ "თურმე მამა გიორგი დაკითხვაზე უარს იძახის".

ადვოკატის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის.

„მამა გიორგი იყო ჩემთან ერთად როდესაც ჩემი კოლეგები შემოვიდნენ და ჩვენ უკვე მზად ვიყავით, რომ დაწყებულიყო დაკითხვა. შევამჩნიე, რომ ნამდვილად ცუდად იყო, ადამიანს კანკალი დააწყებინა და ექიმმა, რომელმაც მითხრა, რომ სჯობს დაისვენოს და არა შეისვენოს, ჯერ დაკითხვაც არ იყო დაწყებული, პროკურორმა დასვენება გადადო შესვენებად. როგორ უნდა შეისვენოს ადამიანმა, როდესაც დაკითხვა არ არის დაწყებული.

როდესაც ექიმს ვკითხეთ, 35.4 ნორმალური ტემპერატურაა ადამიანისთვის? აღნიშნა, რომ ეს ინდივიდუალურად ყველას შეიძლება ჰქონდეს; ვეკითხებით, წნევა პირღებინება რის გამო აქვს? ამბობს, რომ ეს შეიძლება სტრესი იყოს. ამ დროს პროკურატურა ოქმს აკეთებს შემდეგი შინაარსით, რომ თურმე მამა გიორგი უარს იძახის დაკითხვაზე. მაინც და მაინც მკვდარი უნდა იყოს ადამიანი რომ არ დაიკითხოს? ადამიანი ცუდად არის და ჩვენს გენიალურ პროკურატურას მიაჩნია, რომ შეუძლებელი თურმე არაფერი არ ყოფილა", - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა ჩაიშალა




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics