14:28 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 16:34:51, 1475 ნახვა

საზოგადოება
„ყატარის ავიახაზები“ თბილისსა და დოჰას შორის დღეში ორჯერ იფრენს

„ყატარის ავიახაზები“ ფრენის სიხშირეს დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით ზრდის და მიმდინარე წლის 1 მაისიდან რეგულარულ რეისებს დღეში ორჯერ შეასრულებს. 

განახლებულ ფრენის განრიგს ავიაკომპანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უახლოეს დღეებში წარადგენს. ავიარეისები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

თბილისის მიმართულებით ფრენების ინტენსივობის გაზრდის შესახებ „ყატარის ავიახაზების“ მესვეურებმა ავიაკომპანიის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლის ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზეც ისაუბრეს. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, „ტავ ჯორჯიას,“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანიებისა“ და მსხვილი ტურ-ოპერატორების პირველი პირები იყვნენ.

როგორც ავიაკომპანიის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უფროსმა კომერციულმა მენეჯერმა ჯოვანი სიმონინმა შეხვედრაზე აღნიშნა, „ყატარის ავიახაზები“ დადებითად აფასებს საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების 5 წლიან პერიოდს, ასევე ავიაკომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლობის წარმატებულ საქმიანობას მგზავრთა მოზიდვის თვალსაზრისით. ავიაკომპანიის ინფორმაციით, როგორც საქართველოს,  ისე ყატარისა და მთლიანად შუა აღმოსავლეთის რეგიონის მგზავრების მხრიდან მოთხოვნა დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებაზე  წლიდან წლამდე განუხრელად იზრდება.

„ყატარის ავიახაზები“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლის თებერვალში შემოვიდა. ხუთვარსკვლავიანმა ავიაკომპანიამ ოპერირება დოჰა-ბაქო-თბილისი თბილისი-ბაქო-დოჰას საჰაერო ხაზზე კვირაში 7 სიხშირით დაიწყო, 2016 წლის დეკემბრიდან კი 4 ახალი სიხშირე დაამატა შუალედური (ბაქო) პუნქტის გარეშე.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი
თენგიზ ნასარიძე - სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,64 მილიარდ ლარს გადააჭარბა
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გაიმართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics