11:10 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 16:30:04, 2357 ნახვა

სამართალი
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა ჩაიშალა

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცესი ჩაიშალა.

როგორც მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ #9-ე პენტიენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა, დაკითხვის ჩაშლის მიზეზი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომაროება გახდა.

„ადამიანს აქვს 35.4 სიცხე, აქვს ციება, ღებინება, რომელიც დაფიქსირებულია, აქვს დაბალი არტერიული წნევა და არის ცუდად. ამ დროს ექიმი ოთარ ტრაპაიძე ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მოითხოვს აუცილებლობას, რომ გადაიდოს. ეს არის აბსურდი თავიდან ბოლომდე“, - აღნიშნა, ადვოკატმა.

აღნიშნულს არ ეთანხმება პროკურორი ჯარჯი წიკლაური. მისი განცხადებით, როგორც კი ბრალდებულს კრიტიკული კითხვები დაუსვეს, მან დაკითხვაზე და გამომძიებლებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ამასთან, დეკანოზის ადვოკატების ინფორმაციით, ექიმმა დაცვის მხარეს უთხრა, რომ მამა გიორგი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის უმჯობესი იყო, დაკითხვა გადაედოთ, პროკურატურას კი, საპირისპირო ინფორმაცია მიაწოდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისი კაპიტალი“ Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ვახტანგ მაისურაძე ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics