21:23 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 16:20:35, 1715 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე კატარელ კოლეგას შეხვდა

ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრმა  კატარელ კოლეგასთან სოლთან ბინ საად ალ მურაიხისთან შეხვედრა გამართა.

მინისტრებმა საქართველოსა და კატარის თანამშრომლობას დადებითი შეფასება მისცეს, როგორც ორმხრივი მიმართულებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. განსაკუთრებით აღინიშნა 5-6 თებერვალს, კატარში საქართველოსა და კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გამართული პირველი პოლიტიკური კონსულტაციები, რომლის ფარგლებშიც დაისახა თანამშრომლობის გაღრმავების გზები მრავალი მიმართულებით.

მინისტრებმა მიმოიხილეს ეკონომიკის სფეროში არსებული ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები. აღინიშნა საქართველოს დადებითი საინვესტიციო გარემო და ის შესაძლებლობები, რასაც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება აძლევს, როგორც საქართველოს, ასევე მის პარტნიორ სახელმწიფოებს. კატარის მხრიდან დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს მაღალ პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში და იმ უსაფრთხო გარემოს, რაც მთავარ პირობას წარმოადგენს ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარებისთვის. კატარის მხარემ გამოხატა დაინტერესება საფუძვლიანად გაეცნოს მთავრობის რეფორმების პაკეტს, მათ შორის ბიზნესის მომსახურების გაუმჯობესების და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მაღალ დინამიკას, რის წინაპირობაც კატარსა და საქართველოს შორის რეგულარული ფრენები წარმოადგენს, დადებითად შეფასდა მხარეების გადაწყვეტილება კატარსა და საქართველოს შორის ყოველდღიური ფრენების განხორციელების თაობაზე.

აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. კატარის მხარე მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას დოჰას ფორუმის ფარგლებში ეწვიოს კატარს. მინისტრმა კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის
კალაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას
კალაძე - სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს - ადამიანის, რომელმაც ქვეყანა განადგურებისგან გადაარჩინა
რუსეთში პაზოლინის ბიორგაფიული წიგნი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის გამო დააცენზურეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics