01:13 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 15:50:16, 2032 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მეუფე პეტრე გამორიცხავს, რომ დეკანოზ მამალაძეს ჩვენებაში მისი გვარი დაესახელებინა

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე გამორიცხავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალძეს საკუთარ ჩვენებაში მისი სახელი და გვარი დაესახელებინა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, მას მამა გიორგი მამალაძესთან 22 დეკემბერს მხოლოდ მიმოწერა ჰქონდა.

"ერთადერთს ვითხოვ, მაღალკვალიფიციურ ჩართულობას. ეთერში გავახმოვანე ფილმი "მიმინო" და მიხვდით რატომ?! "მიმინოში" არის ძალიან საინტერესო ფაქტი. ადამიანი აიყვანეს თითქოს ყაჩაღობაზე, ამ დროს ადვოკატმა გამოიძია და აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანთან ძალიან დიდი პირადი დაპირისპირება ჰქონდა საქართველო. აი ასეთი მიდგომაა საჭირო. მამა გიორგი მამალაძესთან ერთადერთი მიმოწერა მქონდა, როდესაც მე პირველად 22 დეკემბერს, ეთერში ვამხილე საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა. აი მაშინ შემეხმიანა მამა გიორგი, მადლობა გადამიხადა და მეც დავლოცე. სხვა შეხება არ მქონია", - აღნიშნა მეუფემ.

ჟურნალისტის კითხვაზე - თუ მიაწვდის ის დამატებით ინფორმაციას საგამოძიებო უწყებას და თუ დაასახელებს კონკრეტული პირების სახელებს და გვარებს, მეუფემ აღნიშნა, რომ არა. 

შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურაში მეუფე პეტრე ცაავას დაკითხვა მიმდინარეობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics