01:14 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 15:18:38, 2282 ნახვა

სამართალი საზოგადოება
პრეზიდენტი პროკურატურისა და დაცვის მხარის გარდა, ყველას მოუწოდებს, ე.წ. ციანიდის საქმეზე განცხადებებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე ძალიან სენსიტიური საკითხია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ განუცხადა. 

გიორგი მარგველაშვილმა დაცვისა და ბრალდების მხარის გარდა, ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, ცოტა ხნით მაინც, საჯაროდ განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ. 

„ძალიან სენსიტიურია ეს თემა. პრეზიდენტის სახელით მინდა განვაცხადო - ამ საქმეში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გარდა ოფიციალურად ჩართული მხარეებისა, რაშიც იგულისხმება პროკურატურა და დაცვის მხარე, პრეზიდენტი მოუწოდებს, ცოტა ხნით მაინც შეიკავონ თავი განცხადებებისგან იმისთვის, რომ გამოძიებას და დაცვას მიეცეს საშუალება ეფექტურად განახორციელონ საქმიანობა", - განაცხადა მიშველაძემ.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მისი დაკითხვა უკვე მეორე დღეა იურისტების თანდასწრებით მიმდინაროებს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics