19:42 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 14:47:48, 1398 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმებში ცვლილებები შევიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრის  N320-ე ბრძანებაში, რომელიც  „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესს“  ეხება,  ცვლილებები შევიდა.

განსახლების კრიტერიუმებში შეტანილი ცვლილებები დღეს დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს გააცნო.

„მოგეხსენებათ, რომ დევნილების ბინით უზრუნველყოფა ხდება გარკვეული კრიტერიუმებით, ეს კრიტერიუმები ვითარდება და ხდება რეალობის შესაბამისი.

თუკი დღემდე, მთავარი აქცენტი პირველ რიგში  სოციალურად შეჭირვებული  დევნილების ბინით დაკმაყოფილებაზე  კეთდებოდა  ახლა,  სოციალურ კრიტერიუმთან ერთად,  წინა პლანზე   მრავალშვილიანობის კომპონენტი წამოვიდა.  ამ დრომდე,  ერთი ქულა ენიჭებოდა დევნილ ოჯახს, რომელსაც ჰყავს 3 შვილი და ყოველ შემდგომ შვილზე ემატებოდა ნახევარი ქულა. ცვლილებების თანახმად, 3-ის ნაცვლად 2-შვილიან დევნილ ოჯახს ენიჭება ერთი ქულა  და ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით ერთი ქულა.  მაგალითად, ახალი კრიტერიუმების მიხედვით, დევნილ ოჯახს, რომელსაც ჰყავს 5 შვილი  4 ქულა ენიჭება, 5 შვილის შემდგომ კი დამატებით 0,5 ქულა.  ეს ცვლილება უფრო მეტ შანსს აძლევს მრავალშვილიან დევნილ ოჯახებს, რომ ამ ეტაპზე  დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცვლილებების თანახმად, ოჯახი, რომლის წევრიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლის ვეტერანი და მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის ორდენი, 2 ქულის ნაცვლად,  3 ქულას მიიღებს. ასევე ნახევარი ქულით გაიზარდა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენსა და ვახტანგ გორგასლის ორდენზე მინიჭებული ქულების რაოდენობა.

გარდა ამისა,  თუ ომის ვეტერანი გარდაიცვლება,  მის ოჯახს უნარჩუნდება  როგორც ვეტერანის 1,5 ქულა, ასევე  მის მიერ მიღებული ყველა ჯილდოს შესაბამისი ქულა.

ცვლილებების მიხედვით, დაზუსტდა და მკაცრად გაიწერა განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელი პირობების განმარტება, რათა არ მოხდეს ამ საკითხის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაცია.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
FSB-მ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა
კრიპტოვალუტით ვაჭრობის ანი-ბანი: მარტივი სახელმძღვანელო ახალბედა ტრეიდერებისთვის
ღარიბაშვილი შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics