07:41 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 10:36:59, 1011 ნახვა

სხვადასხვა
"ოსკარის" გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

ოსკარის ყოველწლიური, რიგით 89-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმის ჯილდო „მთვარის შუქმა“ მიიღო. თავდაპირველად, ნომინაციაში გამარჯვებულად  მიუზიკლი „ლა ლა ლენდი“ გამოცხადდა. ფილმის გადამღები ჯგუფი უკვე სცენაზე იყო ასული, როდესაც უორენ ბიტმა შეცდომა გამოასწორა და ნომინაციაში გამარჯვებულად „მთვარის შუქი“ დააახელა.

ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ: „ჩამოსვლა“/Arrival; „წინაღობანი“/Fences; „ჰაქსის გმირი“/Hacksaw Ridge; „ნებისმიერ ფასად“/Hell or High water; „დამალული ფიგურები“/Hidden Figures „ლომი“/Lion; „მანჩესტერი ზღვასთან“/Manchester By The Sea; „ლა ლა ლენდი“/La La Land;

ნომინაციაში საუკეთესო რეჟისორი „ოსკარი“ დემიენ შაზელმა ფილმისთვის „ლა ლა ლენდი“/ La La Land მიიღო. საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყვნენ: დენის ვილენიუვი („ჩამოსვლა“/Arrival); მელ გიბსონი („ჰაქსოს გმირი“/Hacksaw Ridge); კენეტ ლონერგანი („მანჩესტერი ზღვასთან“/Manchester By The Sea); ბერი ჯენქინსი („მთვარის შუქი“/Moonlight);

ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი „ოსკარი“ კეისი აფლეკმა ფილმისთვის „მანჩესტერი ზღვასთან“/Manchester By The Sea მიიღო. ამავე კატეგორიაში „ოსკარების“ დაჯილდოებაზე წარდგენილნი იყვნენ: ენდრიუ გარფილდი („ჰაქსოს გმირი“/Hacksaw Ridge); რაიან გოსლინგი („ლა ლა ლენდი“/La La Land); ვიგო მორტენსენი („კაპიტანი ფანტასტიკი“/Captain Fantastic); დენზელ ვაშინგტონი („წინაღობები“/Fences); 

საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში „ოსკარი“ ემა სტოუნმა ფილმისთვის  „ლა ლა ლენდი“/ La La Land მიიღ. ამავე კატეგორიაში 2017 წლის „ოსკარების“ დაჯილდოებაზე წარდგენილნი იყვნენ: იზაბელ ჰუპერტი („ის ქალი“/Elle); რუთ ნეგა (Loving); ნატალი პორტმანი („ჯეკი“/Jackie); მერილ სტრიპი („ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი“/Florence Foster Jenkins); 

ნომინანტები ლეონარდო დიკაპრიომ წარადგინა, რომელმაც პირველი ოსკარი შარშან მიიღო.

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი მაჰერშალა ალიმ ფილმისთვის „მთვარის შუქი“/Moonlight მიიღო. ეს პირველი ნომინაცია იყო, რომელშიც ოსკარი გაიცა. ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ: ჯეფ ბრიჯესი („ნებისმიერ ფასად“/Hell or High Water“); ლუკას ჰეჯესი („მანჩესტერი ზღვასთან“/Manchester by the Sea); დევ პატელი („ლომი“/Lion); მიშელ შენონი („ღამის ცხოველები“/ Nocturnal Animals); 

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკუთესო შესრულებისთვის ოსკარი ვაიოლა დევისს ფილმისთვის „წინაღობები“/Fences გადაეცა. ნომინაციაზე ასევე წარდგენილნი იყვნენ: ნაომი ჰარისი („მთვარის შუქი“/Moonlight); ნიკოლ კიდმანი („ლომი“/Lion); ოქტავია სპენსერი („დამალული ფიგურები“/Hidden Figures); მიშელ უილიამსი („მანჩესტერი ზღვასთან“/Manchester By The Sea);

საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის „ოსკარი“ლინუს სანდგრენმა მიიღო ფილმისთვის „ლა ლა ლენდი“/La La Land.

საუკეთესო მონტაჟისთვის ოსკარი მიიღო ფილმმა „ჰაქსოს გმირი“/Hacksaw Ridge (ჯონ გილბერტი).

საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის ოსკარი ხვდა წილად ფილმს: „ჯუნგლების წიგნი - The Jungle Book (რობერტ ლეგატო, ადამ ვალდესი, ენდრიუ ჯონსი და დენ ლემონი). ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ: „ღრმაწყლოვანი ჰორიზონტი“ Deepwater Horizon; „დოქტორი სტრეინჯი“ Doctor Strange; „კუბო - ლეგენდა სამურაიზე“ - Kubo and the Two Strings; „განდევნილი ერთი - ვარსკვლავური ომების ისტორია“ - Rogue One: A Star Wars Story.

ნომინაციაში საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის „ოსკარის“ მფლობელი ჯასტინ ჰარვიტსი ფილმისთვის „ლა ლალენდი“/La La Land გახდა. 

ფილმისთვის შექმნილ საუკეთესო სიმღერად დასახელდა City of Stars ასევე „ლა ლა ლენდიდან“.  

ნომინაციაში გრიმი და ვარცხნილობა კინოაკადემიის ჯილდო გაიცა ფილმისთვის: „თვითმკვლელთა რაზმი“/Suicide Squad. 

ნომინაციაში - საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი ოსკარი გაიცა ფილმისთვის: „ჯადოსნური ცხოველები - სად ვიპოვოთ ისინი“/ Fantastic Beasts and where to find Them; 

საუკეთესო მხატვრობისთვის ოსკარი „ლა ლა ლენდმა“/La La Land მიიღო. 

საუკეთესო უცხოური ფილმისთვის ოსკარის მფლობელი -„გამყიდველი“ (ირანი).

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ნომინაციაში ოსკარი : „ზოოტოპია“/Zootopia-მ მიიღო.

საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში ოსკარი გაიცა ფილმისთვის „მთვარის შუქი“/ Moonlight.

საუკეთესო ორიგინალური სცენარი: „მანჩესტერი ზღვასთან“/Manchester By the Sea.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics