04:30 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 10:21:18, 3853 ნახვა

კულტურა
„ლა ლა ლენდი“ - 14/6, წლის მთავარი ფილმი - „Moonlight“, ანიმაციური ფილმი - „ზოოტოპია“ - „ოსკარი 2017“ დასრულდა

კინოაკადემიამ რჩეულები უკვე დაასახელა. ოსკარი 2017 წლის გამარჯვებულები ცნობილია. აკადემიის ფავორიტი დემიენ ჩეიზელის ფილმი "ლა ლა ლენდი" გახდა, რომელმაც 14 წარდგენილი ნომინაციიდან 6 ოსკარი მიიღო. მათ შორის საუკეთესო რეჟისორი - დემიენ ჩეიზელი, საუკეთესო მუსიკა - City Of Stars და საუკეთესო მსახიობი ქალი- ემა სტოუნი.

დაჯილდოების მთავარი გამარჯვებული ბარი ჯენკინსის Moonlight გახდა, მას შემდეგ, რაც La La Land გამარჯვებულად შეცდომით დაასახელეს.

აკადემიამ საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ქეისი აფლეკი ფილმში "მანჩესტერი ზღვასთან" შესრულებული მთავარი როლისთვის დაასახელა. ამავე ნომინაციაში წარდგენილი იყო რაიან გოსლინგი ფილმისთვის "ლა ლა ლენდი".

საუკეთესო მსახიობი ქალი ემა სტოუნი გახდა, ფილმისთვის "ლა ლა ლენდი". საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის, მამაკაცი - მაჰერშალა ალი ფილმისთვის Moonlight, საუკეთესო ქალი მსახიობი - ვიოლა დევისი ფილმისთვის "წინაღობები".

აკადემიამ საუკეთესო ანიმაციურ ფილმად ზოოტოპია დაასახელა. მან წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმის წოდება მოიპოვა და ამავე კატეგორიაში 4 კონკურენტი მულტფილმი დაამარცხა.

ეს "ოსკარების" 89-ე დაჯილდოება გახლდათ. დაჯილდოების ცერემონიას კომიკოსი ჯიმი კიმელი უძღვებოდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics