13:11 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 23:55:33, 1430 ნახვა

სპეციალური ანონსი
24 თებერვლის სპეციალური ანონსი

24 თებერვალს, 09:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში“ წინაშესარჩევი I ტური გაიხსნება. საქართველოში პირველად იქმნება საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა, რომელსაც გერმანული სამეცნიერო ფონდი Volkswagen Stiftung დააფინანსებს.
მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის სხდომათა დარბაზი (N 115)

24 თებერვალს, 10:00 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, სახალხო დამცველის ოფისში, სახალხო დამცველს შეხვდებიან. 

24 თებერვალს, 10:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდება.
ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

24 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ (წვეულებათა დარბაზი N2, მეორე სართული) საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და „ისრაელის სახლი“ ისრაელიდან ჩამოსული 100-მდე სტუმრის - ისრაელის მედიის წარმომადგენლების, ექსპერტების, ბიზნესმენების, ფინანსისტების, იურისტების, ისრაელში საზოგადოებრივი აზრის შემქმნელების მონაწილეობით, გამართავენ 2017 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას. ღონისძიებას დაესწრება თბილისის მერი დავით ნარმანია და ისრაელის კომპანია „დორონ თრეველის“ ხელმძღვანელობა.
საკონტაქტო პირი ანი კვირიკაშვილი - 558 409 541 

24 თებერვალს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-8 სართულზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს კესტუტის იანკაუსკასს შეხვდება.

24 თებერვალს, 11.00 საათზე, ”ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონში (წერეთლის 118), სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე დაესწრება.

24 თებერვალს, 11:00 საათზე, "ახალი საქართველოსა" და "მედიატორის" წევრები ე.წ "მილიონერთა სიასთან" დაკავშირებით, კვლევის ახალ დეტალებს გაასაჯაროებენ. 
მის: კოსტავას პირველი შესახვევი #7 ("ახალი საქართველოს" ოფისი)
საკონტაქტო პირი თამარ ჯინჭარაძე - 551 66 25 25

24 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა ჩატარდება
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.

24 თებერვალს, 11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ (GSAC) ოფისში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და GSAC-ის დამფუძნებლები ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშრებული ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების მიმართულებით თანამშრომლობას. ამასთანავე, დავით რაქვიაშვილი სტუდენტებთან გამართავს საჯარო ლექციას, თემაზე „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები“.
მის: კოსტავას ქ. # 75ბ (Tv „მზის“ ყოფილი შენობა)

24 თებერვალს, 11:30 საათზე, „საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტიის“ თავმჯდომარე ბიჭიკო ქართლოსიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრებს. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565 

24 თებერვალს, 11:30 საათზე, თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში სპორტის 12 სახეობაში ოლიმპიადის გახსნას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრებიან. 
მის: მელიქიშვილის ქ. #2

24 თებერვალს, 12:00 საათზე, ”თავისუფალი საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თენგიზ ომანიძის ბრიფინგი გაიმართება.
თმა: ევროსასამართლოს წევრის შესარჩევი კომისია.
მის.: ონიაშვილის ქ.#80
საკონტაქტო ტელ: 558 42 74 74

24 თებერვალს, 12:00 საათზე, მაიკლ ბარვისის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული პირველი ამერიკული ცენტრი, „ჩემპიონათა აკადემია“ გაიხსნება, რომელსაც ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი და მაიკლ ბარვისის რეგიონალური დირექტორი დონი ვანკერი დაესწრებიან.
მის: აღმაშენებლის გამზ. #150 
საკონტაქტო პირი ნათია ხაბეიშვილი 591 22 32 33

24 თებერვალს, 12:00 საათზე, „ფრონტლაინში“ მსოფლიო ექიმები საფრანგეთის (MdM), სათემო ორგანიზაცია ახალი ვექტორისა და კლინიკა ნეოლაბის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც განიხილება ის რისკები, რომელთა წინაშეც შეიძლება დადგეს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, თუ ვერ მოხერხდა ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების სრულფასოვნად მოცვა პროგრამით და ვერ იქნა უზრუნველყოფილი მათი ეფექტიანი მკურნალობა.
მის: ლადო ასათიანის ქ. #62

24 თებერვალს, 12:00 საათზე, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოცემული წიგნის „მომავლისათვის მარადისობაში“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები დაესწრებიან.
მის.: უზნაძის ქ. №68 

24 თებერვალს, 13:00 საათზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართება. თემა: საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი. 
თბილისი მერიოტი, დავით აღმაშენებლის დარბაზი. 
საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი - 591 77 98 98

24 თებერვალს, 13:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო პროგრამა „სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაცია“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს და დაბრუნებული მიგრანტების უფასო იურიდიული პროექტის პრეზენტაციას წარმოადგენს. 
მის.: ქალაქ საგარეჯო, რუსთაველის ქ. #240 
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202 

24 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სახალხო დამცველი საჯარო დებატებს გამართავს.
თემა: ”ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა და საგზაო უსაფრთხოების პრობლემები საქართველოში”.
მის: ი. ჭავჭავაძის ქ. #1, თსუ, I კორპ. 202 აუდიტორია.

24 თებერვალს, 14:00 საათზე, ეროვნულ ბანკთან შპს "საფინანსო საქართველოს" დაზარალებულ მეანაბრეთა აქცია გაიმართება.
საკონტაქტო პირები: ანა ძნელაძე - 555 525 868, დათო კოპაძე - 595 953 359

24 თებერვალს, 14:30 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდება.

24 თებერვალს, 15:00 საათზე, პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და კლინიცისტებისთვის ახალი საგანმანათლებლო ელექტრონული მოდულების პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება. 
მის: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი (კლინიკა ლანცეტის გვერდით)ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი.
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 240 770

24 თებერვალს, 15:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. 
მის: თავისუფლების #2

24 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება. 
მის: თავისუფლების #2




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა
ვაშაძე - ვის უტარებთ აქციას, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? - დამთავრებულია თქვენი საქმე!
ირაკლი ქარქაშაძე Routes Europe 2024-ის ფარგლებში ავიაკომპანია Transavia-ს მენეჯმენტს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics