04:29 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 10:13:55, 1250 ნახვა

საზოგადოება
IDFI: საზოგადოებრივი აზრი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით 2013 წლის შემდეგ დიდად არ შეცვლილა

IDFI- იმ 2013 წლიდან საქართველოში ფარული მიყურადების რეგულირების შესახებ ანგარიშსს აქვეყნებს. ანგარიში ასახავს ამ მიმართულებით მომხდარ უახლეს მოვლენებს (აპრილი-დეკემბერი, 2016) და ასევე საუბრობს , თუ რას შეიძლება ველოდოთ ფარული მიყურადების რეგილირებასთან დაკავშირებთ. 

ორგანიზაციის ცნობით,  გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი აზრი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით 2013 წლის შემდეგ დიდად არ შეცვლილა და საზოგადოებაში კვლავ არსებობს იმის განცდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები არაკანონიერად იყენებენ ფარული მიყურადების ტექნიკურ საშუალებებს.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული უკანონო მიყურადების საქმეების გამოძიებაში, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების გაგრძელებამ გააძლიერა ეჭვი, რომ გრძელდება უკანონო თვალთვალის სისტემური პრაქტიკა, რომ ხელისუფლებას არ სურს საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვა და რომ ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს ეფექტური რეფორმა.

"2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით შემდეგი პროცესები მიმდინარეობსფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით: საზოგადოებრივი აზრი მიყურადებასთან დაკავშირებით 2013 წლის შემდეგ კარდინალურად არ შეცვლილა. კვლავ არსებობს განცდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები  არაკანონიერად იყენებენ ფარული მოსმენების ტექნიკურ საშუალებებს.
 
გრძელდება გამოძიება უკანონო მიყურადების საქმეებზე.  უშიშროებისა და პოლიციის რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი დაკავებულია, თუმცა ისინი უარყოფენ დანაშაულს. გამოძიების საბოლოო შედეგები საზოგადოებისთვის უცნობია.
 
2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განხორციელებული ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც დაფიქსირდა უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების ახალი შემთხვევები, რამაც გააძლიერა ეჭვი, რომ გრძელდება უკანონო თვალთვალის სისტემური პრაქტიკა, რომ ხელისუფლებას არ სურს საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვა და რომ ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს ეფექტური და ყოვლისმომცველი რეფორმა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) რეფორმამ დაიმსახურა კრიტიკა შსს-სა და ახლად შექმნილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ფუნქციების პოტენციური დუბლირების გამო.
 
ფარული მიყურადების ორგასაღებიანი სისტემა, რომელიც უკვე 1.5 წელია ფუნქციონირებს, დადებითად შეიძლება შეფასდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის გამო. თუმცა, ამ სისტემის მდგრადობა და ეფექტიანობა მეტწილად დამოკიდებული იქნება შემდგომ ინსტიტუციონალურ რეფორმაზე.
 
2016 წლის აპრილში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სუს-ის ტექნიკური წვდომა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებთან, რაც იძლევა კომუნიკაციის შეუზღუდავი მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ორგასაღებიანი სისტემის არსებობა ვერ უზრუნველყოფს სასამართლოსა და ინსპექტორის გვერდის ავლით უკანონო მიყურადების განხორციელების აღკვეთის ეფექტურ მექანიზმს. აქედან გამომდინარე, საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები.

 საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა 2017 წლის 31 მარტი, როგორც ბოლო ვადა იმისთვის, რომ გატარდეს ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები და მომზადდეს ახალი სისტემისთვის საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ბაზა. ამ მიზნით, კამპანია „ეს შენ გეხება”-ში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მოამზადეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. თუმცა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მისი ინიცირება ვერ მოხერხდა.
 
უზენაესი სასამართლო აგრძელებს ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკის პროაქტიულად გამოქვეყნებას. ეს პრაქტიკა დაინერგა, როგორც „ღიამმართველობისპარტნიორობის“ (OGP) სამოქმედოგეგმისფარგლებშიაღებული ვალდებულება (IDFI-ისა და სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციის საფუძველზე).
 
რას შეიძლება ველოდოთ ფარული მიყურადების რეგულირებასთან მიმართებით: საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს 3 თვეზე ნაკლები დარჩათ იმისთვის, რომ აღასრულონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოამზადონ ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები. ამ დროისთვის უცნობია, რა ფორმით მოხდება სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემუშავებული წინადადებებისა და რეკომენდაციები გათვალისწინება პარლამენტში.
 
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ დააგროვა საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაქმნელად საკმარისი მანდატები, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა გაატაროს ფარული მიყურადების ფუნდამენტური რეფორმა, რაც შეუძლებელია ძალოვან სტრუქტურებზე ეფექტური კონტროლის სისტემის  შექმნისა და საკუთარი ძალაუფლების გარკვეული შეზღუდვის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, ხელისუფლება ვერ შეძლებს უკანონო მიყურადების პრევენციის რეალური სისტემის  ჩამოყალიბებას, საზოგადოებაში გამყარდება მოსაზრება, რომ გადაწყვეტილების მიმღებებს არ გააჩნიათ ცვლილებების განხორციელების საკმარისი პოლიტიკური ნება",-ნათქვამია IDFI-ს მიერ გავრცელებულ ანგარიშში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics