15:45 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 22:03:01, 1460 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე: ეს შედიოდა ივანიშვილის ინტერესებში

მე ვერავის ასე ხელს ვერ დავადებ, მე ერთი რამ ვიცი. ეს შედიოდა ივანიშვილის ინტერესებში, ინტერესები თუ დაემთხვა სამწუხაროა, თუ ვინმე ნებით მუშაობდა, ეს კიდევ უფრო მძიმეა, მაგრამ არც პირველია და არც უკანასკნელი ჩემი კარიერის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში სააკაშვილმა აღნიშნა, როცა პოლიტიკური ძალაში ასეთი პროცესები მიდის ოლიგარქი არ არსებობს რომ არ ჩაერიოს, რომც არავინ არ ეკითხებოდეს, აუცილებლად ჩაერევა, მით უმეტეს ოლიგარქი,. რომელსაც შეუძლია დაგიჭიროს, სასამართლო მოგიგოს, მოგისყიდოს.

"„ვიღაცამ ნებით ითამაშა ეს თამაში, ვიღაცამ უნებლიეთ, ვიღაცის ინტერესებს დაემთხვა, ეს სხვადასხვა თემებია, მაგრამ მე ვცხოვრობ უკრაინაში, ჩვენ გვებრძვის მინიმუმ 7-8 ოლიგარქი ივანიშვილის ხელა და ივანიშვილზე დიდიც, მე ძალიან კარგად ვიცი როგორ მოქმედებენ ოლიგარქები, თუკი რამე არ ვიცოდი აქ ყველაფერი ზეპირად ვისწავლე. ესეთი პროცესები როცა მიდის რომელიმე პოლიტიკურ ძალაში, მითუმეტეს ძალიან მნიშვნველოვანში, ოლიგარქი არ არსებობს რომ არ ჩაერიოს, რომც არავინ არ ეკითხებოდეს, აუცილებლად ჩაერევა, მითუმეტეს ოლიგარქი რომელსაც შეუძლია დაგიჭიროს, სასამართლო მოგიგოს, მოგისყიდოს", - აღნიშნა მან. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო
შოლცი - გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან რუსეთსა და ნატოს შორის ომის თავიდან არიდებას ცდილობს
ნინო თანდილაშვილმა ბრიუსელში, გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics