14:57 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 16:57:11, 2335 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია „ალტერ ვეის" წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელსაყრელი დაბეგვრის რეჟიმი, მნიშვნელოვან სტიმულს აჩენს ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებისა და ახალი პროექტების წამოწყებისთვის. 

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ერთ-ერთი ასეთი კომპანიის - შპს „ალტერ ვეის" წარმომადგენლებს შეხვდა.

კომპანია ონლაინ სარეკლამო მომსახურების გაწევის მიზნით, პარტნიორობას ისეთ საერთაშორისო ბრენდს უწევს, როგორიცაა კომპანია Google (ირლანდიისრეზიდენტ იურიდიულ პირთან Google Ireland Ltd-ის სახით). Google Ireland Ltd-დან მიღებულ სარეკლამო ინფორმაციას/კონტენტს კომპანია საკუთარ ვებგვერდზე ანთავსებს და მისი მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე „ალტერ ვეის" წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კომპანიის საქმიანობის შესახებ, რომელიც როგორც ციფრული მარკეტინგის, ისე მედიაპროექტების მიმართულებას მოიცავს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებით ხაზი ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა, რადგან იგი ხელს უწყობს დასაქმებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე, საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე.

როგორც ცნობილია, ქართული კომპანიების მიერ საზღვარგარეთ გაწეული მომსახურება, რომელიც წარმოადგენს მომსახურების ექსპორტს, საგადასახადოკანონმდებლობით არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით.

ფინანსთა მინისტრის თქმით ის ფაქტი, რომ ქართული კომპანია ონლაინ სარეკლამო მომსახურებას უწევს უმსხვილეს ამერიკულ კორპორაციას, ადასტურებს, რომბოლო წლებში საგადასახადო სისტემაში განხორციელებულმა რეფორმებმა, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, ჩვენიქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები კიდევ უფრო პერსპექტიული და მიმზიდველი გახადა ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის.

„მისასალმებელია, რომ ახალგაზრდების ჯგუფმა ჩამოაყალიბა კომპანია, დაიწყო საქმიანობა ციფრული მარკეტინგის მიმართულებით და მსოფლიოში ერთ-ერთყველაზე დიდ კომპანიას, „Google-ს" უწევს ონლაინ სარეკლამო მომსახურებას. კომპანიის წარმომადგენლებმა ფინანსთა სამინისტროს მომართეს წინასწარიგადაწყვეტილების მიღების თაობაზე, ჩაითვლებოდა თუ არა მათ მიერ გაწეული მომსახურება მომსახურების ექსპორტად, რაზეც მიიღეს დადებითი დასკვნა.ვფიქრობთ, ეს კიდევ უფრო გაამარტივებს და ხელს შეუწყობს კომპანიის საქმიანობას, მეტ რესურს მისცემს განვითარებისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრისპირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დღევანდელი გადაწყვეტილება სერიოზულ ბიძგს მოგვცემს განვავითაროთ კომპანია. გამომდინარე იქიდან, რომასეთი ტიპის მომსახურება პერსპექტიულია მთელ მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაშიც არის დიდი შესაძლებლობა აღნიშნული ბიზნესის განვითარების მიმართულებით," -აღნიშნა კომპანია „ალტერ ვეის" ციფრული მარკეტინგის დირექტორმა, ბექა თვალავაძემ.

როგორც აღინიშნა, კომპანია „ალტერ ვეი" მომავალშიც აპირებს საინტერესო პროექტების განხორციელებას, ახალი პროდუქტებისა და სამუშაო ადგილების შექმნას.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა
კალაძე - ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ - ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics