16:48 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 14:40:46, 1053 ნახვა

საზოგადოება
სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - გარდაცვლილია 1, დაშავებულია 5 ადამიანი

სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროდან სიღნაღისკენ მიმავალი სატვირთო მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

ავტოავარიის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის  276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ერთი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა
კობახიძე - ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics