03:00 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 14:34:06, 998 ნახვა

საზოგადოება
შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი იწყება

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დაიწყო. სწავლება „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ზამთრის კურსში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 14 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ქართველ სამხედროებთან ერთად სწავლებაში ლიტვიდან, საფრანგეთიდან და სომხეთიდან მოვლენილი ჯარისკაცები მონაწილეობენ. 

ზამთრის წვრთნები ორ ეტაპად დაიგეგმა. თავდაპირველად კურსში მონაწილე სამხედროები ორფოლოს პოლიგონზე, მთიან რელიეფზე საშტატო იარაღიდან სროლის ტექნიკას დახვეწენ.  სწავლების მეორე ფაზაში მსმენელები გუდაურში გაემგზავრებიან, სადაც თოვლში თხილამურით მარშგადაადგილება, თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავში მოყოლილი დაზარალებულის ძებნა და ევაკუაცია მოუწევთ. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ზედამხედველობენ. თითოეული ამოცანის შესრულების დროს თითოეული სამხედრო მოსამსახურის ცოდნა შესაბამისი ქულებით შეფასდება. კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები  სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ.

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics