18:09 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 14:27:54, 1872 ნახვა

სამართალი
დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება დაუბრუნდებათ

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაუბრუნდებათ.

"დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტები. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წელს მოქალაქე გურამ ჩიქოვანმა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების გზით, შეიძინა  სოფელ კვარიათში მდებარე 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე კანონიერად დაირეგისტრირა სოფელ გონიოში მდებარე 1403 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლებიც მოგვიანებით საკუთარ ახლობლებს ფრიდონ ქიქავას და ლიანა ინწკირველს გადაუფორმა.

მოგვიანებით ხსენებული ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. ამის გამო, ხელვაჩაურის გამგეობამ, ხელოვნურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება დაზარალებულის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მიმნიჭებელი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე და ამ მოთხოვნით მიმართა სასამართლოს.

თუმცა, სასამართლომ გამგეობის აღნიშნული უკანონო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მას შემდეგ, რაც ხელვაჩაურის გამგეობას დაზარალებულებისთვის ქონების ჩამორთმევის ყველა გზა ამოეწურა, 2010 წლის აგვისტოში, გურამ ჩიქოვანი დაიბარეს საქართველოს პროკურატურაში, სადაც მას კატეგორიულად მოსთხოვეს მის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სამართალდამცავებისგან შეექმნებოდა პრობლემები.

დაზარალებულმა გურამ ჩიქოვანმა პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა მიწის ნაკვეთების დათმობის შესახებ მესაკუთრეებს - ფრიდონ ქიქავას და ლიანა ინწკირველს გადასცა, რომლებიც იძულებულნი გახდნენ ქონება სახელმწიფოს სახელზე გადაეფორმებინათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებდა გამოძიებას აკაკი მოისწრაფიშვილის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე, რისთვისაც მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა.

2010  წლის ივლისში,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ცალკეულმა თანამდებობის პირებმა, ბრალდებულ აკაკი მოისწრაფიშვილის მამას ჯანგულ მოისწრაფიშვილს  მის შვილთან აკაკი მოისწრაფიშვილთან  საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვეს და შეასყიდინეს 22150 აშშ დოლარად ღირებული „ჰიუნდაი ტუქსონის" მარკის ავტომანქანა, რომელიც ჩუქების გზით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. მხოლოდ ამის შემდეგ აკაკი მოისწრაფიშვილთან გაფორმდა  საპროცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე.

მოქალაქე ანრი გოგიტიძე 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საბაჟო წესების დარღვევით საქონლის გადაადგილებისთვის, რისთვისაც  მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით. აღნიშნული საქმის სააპელაციო წესით განხილვის დაწყებისას, ანრი გოგიტიძის ოჯახს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან შეუთვალეს, რომ თუ ანრი გოგიტიძეს სურდა საპატიმროს დატოვება, მას უნდა გადაეხადა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმა 500 000 ლარი და საგამოძიებო სამსახურისთვის შეეძინა და საჩუქრად გადაეცა საცხოვრებელი ბინა.

ანრი გოგიტიძის ოჯახი იძულებული გახდა დათანხმებოდა აღნიშნულ პირობას, რის შემდეგაც მათ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის გარდა, 2011 წლის მაისში შეიძინეს ქ.ბათუმში ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა, რომელიც ჩუქების წესით გადააფორმეს სახელმწიფოს სახელზე, რის შემდეგაც ანრი გოგიტიძემ დატოვა საპატიმრო დაწესებულება.

ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილი ქონება: ფრიდონ ქიქავას ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში მდებარე 1403 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ლიანა ინწკირველს  ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში მდებარე 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ასევე ჯანგულ მოისწრაფიშვილს ა/მანქანა ,,ჰიუნდაი ტუქსონი" და მოქალაქე ანრი გოგიტიძეს ქ.ბათუმში მდებარე ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა. ხსენებული დაბრუნებული ქონების ღირებულება 1 000 000 ლარს აღემატება.

რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.  

ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად  გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 50 ფაქტი, მხილებულია 34 საჯარო მოხელე,  დაზარალებულად ცნობილია 91 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია 20 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
     




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics