00:56 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 12:34:13, 1179 ნახვა

პოლიტიკა
NDI-ის კვლევა: მოქალაქეებისთვის ეკონომიკა კვლავ მთავარი გამოწვევაა, ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა სტაბილურია

 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი  ორგანიზაცია CRRC-საქართველოს მიერ  წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის  უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს  ყველაზე მეტად კვლავაც  ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ.  მოქალაქეებისთვის  ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შორისაა დასაქმება (58%), მზარდი ფასები და ინფლაცია (38%) და სიღარიბე(30%).

წინა კვლევების მსგავსად, მოსახლეობის უმრავლესობა  (66%) თავს კვლავაც  უმუშევრად მიიჩნევს, მაშინ, როცა  მხოლოდ მესამედი  ფიქრობს, რომ უახლოეს 12 თვეში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ცოტა თუ ფიქრობს (17%), რომ 2012 წლის  ოქტომბრის  შემდეგ მათი ოჯახის  მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოსახლეობის   82% ამბობს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის შემდეგ, მათი და მათი ოჯახების  მდგომარეობა იგივე დარჩა, ან გაუარესდა.

მოქალაქეების 32%-მა განაცხადა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც გასული  წლის მარტის  შემდეგ 12%-იან ზრდაზე  მიუთითებს, თუმცა უმრავლესობა (63%) ფიქრობს,  რომ საქართველო არ იცვლება, ან არასწორი მიმართულებით ვითარდება.

„ბოლო წლებში, უკვე მერამდენედ, მოსახლეობა აცხადებს, რომ ეკონომიკა  მათთვის და ქვეყნისთვის მთავარ  პრობლემად რჩება და ამ მიმართულებით შვებას ვერ გრძნობენ. ახლა, როდესაც არჩევნები უკვე მოვიტოვეთ, ახალ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ენიჭება, რეაგირება მოახდინოს მოსახლეობის ამ წუხილზე  და საკუთარი ყურადღება  და რესურსები  უმუშევრობის შემცირებასა  და ქვეყნის  სუსტი ეკონომიკური  მდგომარეობის გაძლიერებაზე გადაიტანოს“,-განაცხადა NDI-ს დირექტორმა საქართველოში ლორა თორნტონმა.

მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის კომუნიკაცია კვლავაც მინიმალურია: ბოლო ერთი წლის  მანძილზე მხოლოდ 14%-ს ჰქონია შეხება საკრებულოსთან, 12%-ს კი-მერის ოფისთან. კომუნიკაციის სიმცირის მიუხედავად, ის რესპონდენტები, რომლებსაც ჰქონიათ შეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ამბობენ, რომ გაწეული მომსახურება კომპეტენტური და თავაზიანი იყო და უმეტეს შემთხვევაში მიიღეს საჭირო დახმარება.

საგარეო პოლიტიკის მხრივ, მოქალაქეები სტაბილურად  უჭერენ მხარს  ქცეყნის ევროპულ  და  ევროატლანტიკურ  ინტეგრაციას.  მოსახლეობის 72% მხარს უჭერს  საქართველოს ხელისუფლების მიზანს, გახდეს საქართველო  ევროკავშირის  წევრი, 61 პროცენტი კი საქართველოს  ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა. გამონაკლისია ეთნიკურ უმცირესობათა  დასახლებები, სადაც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის  ნახევარზე  ნაკლები უჭერს მხარს. აღსანიშნავია ასაკის გავლენაც, რადგან ახალგაზრდებში ამ ორგანიზაციებში წევრობის  მხარდაჭერა 15 პროცენტით მეტია, ვიდრე სხვა ასაკობრივ ჯგუფებში.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა კვლევის კიდევ ერთი საგანი იყო, მოქალაქეების უმეტესობა ფიქრობს, რომ ქალებს ისევე კარგად შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება, როგორც კაცებს. თუმცა, იმასაც აღიარებენ, რომ  რესურსებისა და დროის ნაკლებობა, ასევე კულტურული თავისებურებები ხელს უშლის ქალებს,  კაცების მსგავსად, აქტიურად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკაში. მოსახლეობის უმეტესობას (74%) სჯერა, რომ პარლამენტში ქალების წარმომადგენლობა  მინიმუმ 30% მაინც უნდა იყოს  და ახალ პარლამენტში ქალების რაოდენობას არასაკმარისს უწოდებს. ისინი ასევე მხარს უჭერენ  პარლამენტში სავალდებულო  გენდერული კვოტების შემოღებას. მოქალაქეების უმეტესობა (83%) ამბობს, რომ  ქალების უფრო მეტი ჩართულობა  ქვეყანაზე  პოზიტიურ, ან ნეიტრალურ  გავლენას იქონიებს. მხოლოდ 8%-მა განაცხადა, რომ ამას  ნეგატიური გავლენა ექნება.

„პოლიტიკური პარტიები უკვე წლებია ფეხს ითრევენ  ქალების პოლიტიკური ჩართულობის  საკითხზე. გასული არჩევნები  და პარტიების კანდიდატთა სიები ამისი კარგი დასტურია. თუმცა ნათელია, რომ  მოსახლეობაში ქალების  პოლიტიკურ ცხოვრებაში  ჩართვაზე მოთხოვნა არსებობს და  ისინი მხარს უჭერენ  ამ მიმართულებით   კონკრეტული   ნაბიჯების გადადგმის  აუცილებლობას“,-აღნიშნა ლორა თორნტონმა.

გამოკითხვა  2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის  პერიოდში, საქართველოს  მასშტაბით 3,141 პირისპირ  ინტერვიუს  წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან  მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში  საშუალო ცდომილების  ზღვარია +/- 1,8%

NDI -ის კვლევებს აფინანსებს  შვედეთის საერთაშორისო  თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (sida) და  ატარებს CRRC-საქართველო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics