03:35 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 12:22:12, 2382 ნახვა

სამართალი
ისანში მამაკაცი მოკლეს - ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში 62 წლის მამაკაცი მოკლეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 იანვარს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1955 წელს დაბადებულ ზ.ქ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მ.ი. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება სსსკ-ის 108-3 მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არასამთავრობოები - ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს
რუსთაველზე სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა - ვიდეო
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს - ვიდეო
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics