12:45 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-14 18:20:09, 4050 ნახვა

საზოგადოება კულტურა
თუმანიშვილის სახელობის თეატრთან ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის  წინ, ლეგენდარული ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა.  

როგორც "ექსპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ქანდაკება საზეიმოდ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თავის მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ნატო ვაჩნაძის  შთამომავლები ელდარ და ნიკუშა შენგელაიები და ქართული კინოსა და თეატრის გამოჩენილი რეჟისორები და მსახიობები ესწრებოდნენ.

თბილისის მერმა ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართული კინოს განვითარებაში ნატო ვაჩნაძის მიერ შეტანილ უდიდეს წვლილზე ისაუბრა. 

„ნატო ვაჩნაძეს ქართული კინოს განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ნიშნად მისი დიდი ღვაწლის დაფასებისა, დღეს, ძველი კინოსტუდიის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ნატო ვაჩნაძის ძეგლი  გავხსენით. ეს ადგილი შეირჩა იმიტომ,  რომ მისი  შემოქმედების დიდი  ნაწილი სწორედ აქ შედგა. დღეს აქ ძალიან  ბევრმა ადამიანმა  მოიყარა თავი, რადგან ნატო ვაჩნაძე  ყველასათვის საყვარელი  და გამორჩეული მსახიობი იყო, რომელიც,  მიუხედავად იმ პერიოდის სირთულეებისა,  თავისი მსახიობური ნიჭით არამარტო ჩვენს, არამედ ბევრ სხვა  ქვეყანაშიც იყო ცნობილი“- განაცხადა დავით ნარმანიამ.  

ყველა დროის ულამაზეს ქართველ მსახიობ ქალად აღიარებული ნატო ვაჩნაძის ძეგლის ავტორი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა. 

ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს პოლონეთში, ვარშავაში დაიბადა. 1910 წელს კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. 1920-1930 წლებში იგი საბჭოთა ეკრანის  მეგავარსკვლავი გახლდათ.  ნატო ვაჩნაძე იმდროინდელმა სახელგანთქმულმა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა აღმოაჩინა.  მსახიობმა პირველი როლი „არსენა ყაჩაღში“ შეასრულა. ქართული კინოს ლეგენდა არაჩვეულებრივი გარეგნობითა და არტისტულობით გამოირჩეოდა. 

ნატო ვაჩნაძე 1953 წლის 14 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე, ავიაკატასტროფის შედეგად  დაიღუპა. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
სააგენტო - ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics