12:19 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 16:57:13, 1197 ნახვა

სხვადასხვა
Yahoo აღარ იარსებებს - კომპანიის 100% გაყიდულია

ამერიკული ინტერნეტ კომპანია Yahoo Incorporation-ის განცხადებით, მალე კომპანიას სახელი შეეცვლება და Altaba Inc. გახდება, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც მედია საშუალება წერს, კომპანიის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი მარისა მეიერი Verizon Communication-თან გარიგების დასრულებისთანავე გადადგება და მის პოსტს ერიკ ბრანდტი დაიკავებს, რომელიც აქამდე კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ამასთან, კომპანიის დანარჩენი 5 დირექტორიც დაკავებული თანამდებობიდან გადადგება.

მედიის ცნობით, Yahoo იღებს ვალდებულებას, თავისი ელექტრონული ფოსტა და სრული მედია აქტივები 4 მილიარდ 83 მილიონ $-ის სანაცვლოდ გაყიდოს.  Altaba კი ჰოლდინგური კომპანია იქნება.
 
ცნობისთვის, აღნიშნული გარიგება შესაძლოა საერთოდ ჩაშლილიყო მას შემდეგ, რაც გასულ წელს Yahoo-ს მონაცემთა ბაზიდან ჰაკერებმა ორჯერ მოახერხეს რესურსების მოპარვა, მათ შორის, ერთხელ, თითქმის 1 მილიარდი ადამიანის პერსონალური მონაცემების.

არსებული ინფორმაციით, ხელშეკრულებას ოფიციალურად ხელი ამავე წლის მარტში მოეწერება. 

შეგახსენებთ, რომ Yahoo სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, დევიდ ფილიპმა და ჯერი იანგომმა 1995 წელს დააარსეს. კომპანია მოიცავს საძიებო სისტემას და ინტერნეტ-სერვისების. 

Yahoo-ს გლობალური აუდიტორია, 1 მილიარდ მომხმარებელს მოიცავს. 2007-2008 წლებში კომპანიას 50 მილიარდ დოლარს აქტივების გაყიდვაში სთავაზობდნენ. 

2012 წელს კომპანიის სათავეში მარისა მეიერი ჩაუდა,რომელიც იქამდე Google-ში მუშაობდა. ექსპერტები მას არასწორი პოლიტიკის წარმოებაში ადანაშაულებდნენ, რაც კომპანიაში დიდი ფინანსურ დანაკარგებს იწვევდა. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics