2016-12-28 10:37:18, 4005 ნახვა
კულტურა
თიბისი გალერეამ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის კონცერტს უმასპინძლა
თიბისი გალერეაში, ელისო ბოლქვაძის ფონდ „ლირას" საახალწლო კონცერტი გაიმართა. მუსიკალურ საღამოზე ახალგაზრდა პიანისტებმა 11 წლის ბარბარე ჩხაიძემ, 13 წლის ბარბარე თათარაძემ და 13 წლის ილია ლომთათიძემ მსმენელისთვის კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის შედევრები შეასრულეს. 13 წლის ბარბარე თათარაძე ჰოლანდიის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელია. ის ახლახან წარმატებით წარდგა მსმენელის წინაშე ამსტერდამის ცნობილ დარბაზ კონცერტგებოუში. ბარბარეს ლაივ-კონცერტს ხშირად აშუქებს ფრანგული არხი MEZZO, რომელიც მსოლფიოს 45 ქვეყანაში მაუწყებლობს. 13 წლის ილია ლომთათიძემ ასტანის საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მას მიენიჭა ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულტან ნაზარბაევის პრემიაც. ილია არაერთხელ მიიწვიეს რუსეთსა და საფრანგეთში პრესტიჟულ, საერთაშორისო ფესტივალებზე. პატარა ვირტუოზები ამჟამად ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში იღებენ მუსიკალურ განათლებას. გარდა ამისა, რეგულარული მასტერკლასების ფორმატში, მიშელ სონის ცნობილ, ინოვაციურ საფორტეპიანო მეთოდს ეუფლებიან საფრანგეთსა და შვეიცარიაში. ფონდი „ლირა" 2013 წელს დაარსა ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ. ფონდის მიზანი ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი პიანისტების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობაა. „ლირა" აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდთან „SOS Talents Michael Sogny'' (შვეიცარია), ასევე ყოველწლიური ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია. „ლირას" მხარდაჭერით ვირტუოზმა პიანისტმა ბავშვებმა არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა პრესტიჟულ გალა კონცერტებში საფრანგეთში, შვეიცარიასა და ჰოლანდიაში. „ლირა" აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სამუსიკო სკოლებთან, სადაც ელისო ბოლქვაძე რეგულარულად აწყობს მასტერკლასებსა და შესარჩევ მოსმენებს. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
|
ომი უკრაინაშიკულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|