23:51 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 14:09:22, 4867 ნახვა

პოლიტიკა სპორტი
ამერიკელი ექსპერტები: საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ტრამპის გარდამავალ გუნდს თვითონ დაუკავშირდეს

საქართველოს მთავრობასა და ტრამპის გარდამავალ გუნდს შორის ოფიციალური კონტაქტი ჯერ არ შემდგარა, - ამის შესახებ “ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტის ფიცს 20 იანვარს დადებს, მანამდე არჩეული პრეზიდენტი კაბინეტს აკომპლექტებს და ზოგიერთ ქვეყანასთან - მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობის დეტალებზე საუბრობს.

ამასთან, ახალი ამერიკის ფონდის მკვლევარი მაიკლ ჩეჩირეს განცხადებით, საქართველომ ამ მიმართულებით ნაბიჯები თავა უნდა გადადგას.

„ეს, ჩემი აზრით, ის საკითხია, რომელიც საქართველოს მთავრობამ თავად უნდა განავითაროს. ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია არ არის კარგად ინტეგრირებული ამერიკის საგარეო პოლიტიკის ესტაბლიშმენტში და არ არის ბოლომდე გაცნობიერებული საგარეო პოლიტიკის ნორმებსა და ეტიკეტში," განაცხადა ექსპერტმა. მან ასევე დასძინა, რომ "იმის გამო, რომ მომავალ ადმინისტრაციაში ბევრი ისეთი ადამიანი იქნება დასაქმებული, რომლებიც პოლიტიკისგან დღეს შორს დგანან, ისინი საქმის კეთებას პროცესში ისწავლიან. ვფიქრობ ტრამპს შანსი უნდა მივცეთ და ვნახოთ რა მოხდება. ამასობაში კი საქართველომ ვაშინგტონს საკუთარი თავი უნდა შეახსენოს", - განაცხადა ჩეჩირემ.

როგორც "ამერიკის ხმა" წერს, აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს ბევრი რთული ურთიერთობა ექნება სამართავი და ამასთან, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოწვევისთვის მოუწევს თავის გართმევა.

სწორედ ამიტომ, ჩეჩირეს თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ტრამპის გარდამავალ გუნდს თვითონ დაუკავშირდეს.

„საქართველოს აქ (ვაშინგტონში) საელჩო აქვს, ჰყავს ლობისტები, ჰყავს მეგობრები, რომლებსაც შეუძლია დაუკავშირდეს და ხელშეწყობა სთხოვოს. ანუ საქართველოს ამ კავშირის დასამყარებლად რესურსი აქვს." ჩეჩირეს მიაჩნია, რომ ეს ადვილი დავალება არ იქნება და "კონტაქტი რომც შედგეს, არ არის გარანტია, რომ ის წარმატებული იქნება. მთავარი მაინც ის არის, თუ როგორ შეძლებს საქართველო ახალი ადმინისტრაციისთვის თავის წარმოდგენას და იმის ჩვენებას, რომ საქართველო მსოფლიოს უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეაქვს და რომ ის ამერიკის მოკავშირეა“, - განაცხადა ჩეჩირემ.

ევროპის პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი დონალდ ჯენსენის განმარტებით, გარდამავალი გუნდი ბოლომდე დაკომპლექტებული ჯერ არ არის და შესაბამისად, მომავალ ადმინისტრაციას პრიორიტეტები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს. ჩეჩირეს მსგავსად, მასაც მიაჩნია, რომ კონტაქტის ინიცირება საქართველომ უნდა გააკეთოს.

„მე რომ საქართველოს ადგილზე ვიყო, გარდამავალი გუნდისგან ზარს არ დაველოდებოდი. თუ თბილისს მიაჩნია, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი აქვთ სათქმელი მომავალი ადმინისტრაციისთვის, ინიციატივა უნდა გამოიჩინოს, პროტოკოლის დაცვას ყურადღება არ უნდა მიაქციოს და კონტაქტზე თვითონ გავიდეს. არ მგონია საქართველო ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი იყოს. ამიტომ მათ დრო არ უნდა დაკარგონ და კონტაქტზე გავიდნენ“, -აღნიშნა ჯენსენმა.

ჯენსენის თქმით, სენატორების ჯონ მაკკეინისა და ლინზი გრეემის რეგიონში ვიზიტი რამდენიმე დღეში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამით ისინი ტრამპს სიგნალს უგზავნიან, რომ მათთვის ეს რეგიონი პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენთან საუბარში ჯენსენმა ასევე განაცხადა, რომ ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს გასაკვირი არ არის, რადგან ამერიკის ყველა პრეზიდენტი მმართველობის დასაწყისში რუსეთთან ურთიერთობას სწორედ ამ ნაბიჯით იწყებს. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ამ მხრივ, ზოგიერთი ფაქტორი მედიაში იმაზე მძიმედაა წარმოდგენილი, ვიდრე ეს სინამდვილეშია.

"ბევრი ქვეყანა გაურკვევლობაშია იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოიმოქმედებს ტრამპი. ამას არც მედია საშუალებები ეხმარება. ვაშინგტონში ლიბერალური საგარო პოლიტიკის ესტაბლიშმენტი ყველაფერს, რასაც ტრამპი ამბობს, დიდ ყურადღებას აქცევს", - განაცხადა ჯენსენმა.

მისი აზრით, ამით მედია ცუდი ვითარების შეგრძნების გაჩენას ცდილობენ.

"ვფიქრობ ტრამპს შანსი უნდა მივცეთ და ვნახოთ რა მოხდება. ამასობაში კი საქართველომ ვაშინგტონს საკუთარი თავი უნდა შეახსენოს", - დასძინა ჯენსენმა.

"ტრამპის საგარეო პოლიტიკის შტრიხები ჯერ ისევ არ არის ჩამოყალიბებული. ერთი რამ, რაც ტრამპის განცხადებებზე დაყრდნობით ვიცით, არის ის, რომ არჩეული პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებას ეცდება. არ ვიცით ის, თუ რა დათმობებზე წასასვლელად იქნება ის მზად ამ მიზნის მისაღწევად.

ანალიტიკოსები  თანხმდებიან, რომ მიუხედავად იმის, თუ როგორი შეიძლება იყოს ტრამპის საგარეო პოლიტიკა, საქართველომ მის გარდამავალ გუნდთან კონტაქტი თვითონ უნდა დაამყაროს და ვაშინგტონიდან ზარს არ დაელოდოს", - წერს "ამერიკის ზმის" ქართული რედაქცია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics