07:58 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 22:04:02, 1320 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: მწუხარებას გამოვთქვამ პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთელი გულით თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, პაკისტანელ ხალხსა და მთავრობას მომხდარის გამო. გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, პაკისტანის ავიაკომპანია Pakistan International Airlines-ის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. გავრცელებული ინფორმაციით, თვთმფრინავი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მთიან რაიონში ჩამოვარდა. ბორტზე 47 ადამიანი იმყოფებოდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics