22:09 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 16:30:44, 2159 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ჯგუფის ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებზე მომუშავე გლობალური პრაქტიკის  ჯგუფის დირექტორ სესილ ფრუმანს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მაკროეკონომიკურ ვითარებაზე, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებსა და საინვესტიციო გარემოზე წარიმართა. მხარეებმა, ასევე, გაამახვილეს ყურადღება მსოფლიო ბანკის ჯგუფთან არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის ხედვებზე, აგრეთვე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის ახალი ბაზრების მოძიებაზე, საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიმდინარე პროექტები, რომლებიც მიმართულია სექტორულ დონეზე ინვესტიციების მოზიდვაზე, სტარტაპებისა და ინოვაციების ხელშეწყობაზე, საბაჟო და საგადასახადო რეფორმების გატარების ხელშეწყობაზე.

აგრეთვე საუბარი წარიმართა ახალ პროექტზე, რომლის მიზანსაც ვაჭრობის განვითარება და ინვესტიციების ხელშეწყობა წარმოადგენს.

მხარეებმა განსაკუთრებულად განიხილეს საქართველოში ეროვნული ინოვაციური ეკონომიკის პროექტიც, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით ინოვაციების ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც გულისხმობს 2020 წლისთვის 8 რეგიონული ინოვაციების ჰაბების შექმნას დიდ ქალაქებში და 50 ინოვაციების ცენტრების შექმნას შემოგარენ სოფლებში. აღნიშნული ინოვაციები ინფრასტრუქტურა შექმნის 100-ზე მეტ სამუშაო ადგილს. ინოვაციების ინფრასტრუქტურის ბაზა ასევე უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის კომპიუტერული წიგნიერების დონისა და სამეწარმეო თუ სხვა საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლებას შემდგომი დასაქმების მიზნით. 2020 წლისთვის 150 000 ბენეფიციარი ისარგებლებს ინოვაციების ინფრასტრუქტურითა და შეთავაზებული სერვისებით. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

 შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და მსოფლიო ბანკი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics