11:21 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 14:14:49, 2026 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია იან კელის შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ს ელჩს, იან კელის შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

 ეკონომიკის მინისტრის რანგში ეს გიორგი გახარიას აშშ-ს ელჩთან პირველი შეხვედრა იყო.

 იან კელიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

როგორც აღინიშნა, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ორივე ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში.

ელჩთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება ამერიკელი ინვესტორებისთვის.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე. გიორგი გახარიამ იან კელის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის მიმართულებით მნიშვნელოვანი საფუძველია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისი კაპიტალი“ Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ვახტანგ მაისურაძე ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics