08:17 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 23:49:09, 850 ნახვა

სპეციალური ანონსი
7 დეკემბრის სპეციალური ანონსი

7 დეკემბერს, 09:30 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi“-ში თბილისის მერიის ორგანიზებით გამართულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმს (LED) დაესწრება. 
საკონტაქტო პირი ლილე ხმალაძე - 599 270 646

7 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ინკლუზიური განათლების III საერთაშორისო კონფერენციას „2025 წელს ინკლუზია გულისხმობს ყველას“ გახსნის.
მის.: 26 მაისის მოედანი 1, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ".

7 დეკემბერს, 10:30 საათზე, ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის ფარგლებში გადამზადებული სოციალური მუშაკების ტრენინგების დახურვის ცერემონიას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრება. 
მის.: აღმაშენებლის მე-12 კმ. (ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი) 
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 12 00 09

7 დეკემბერს, 10:30 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

7 დეკემბერს, 11:00 საათზე, ბეთანიაში, სათხილამურო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული ჭრების ფარგლებში, დაავადებულ და გამხმარ ხეებს მოჭრიან.
მის: ბეთანია, სათხილამურო ბაზის მიმდებარე ტერიტორია.
საკონტაქტო პირი ლანა ქარდავა - 577158572

7 დეკემბერს, 11:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების სფეროში მიმწოდებლებს შეხვდება.

მის.: ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8

7 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ყოფილი წევრი და არასამთავრობო სექტორის ყოფილი წარმომადგენელი თამარ კორძაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ფოტოგრაფების ე.წ. ჯაშუშობის საქმე.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

7 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები ეხმიანებიან ნარკოპოლიტიკის ცვლილების მხარდასაჭერად მიმდინარე პროცესებსა და უახლოეს დღეებში დაგეგმილ აქციებს.
საკონტაქტო პირი ელენე ხარაზაშვილი - 577 291 003

7 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლევის - „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები“ პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაეწრებიან. 
მის: ჭოველიძის ქ. #7 (საკონფერენციო დარბაზი „ლოლიტა“) 

7 დეკემბერს, 12:00 საათზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" სახელმწიფო საწარმოების შესახებ კვლევას წარადგენს.
მის.: აღმაშენებლის გამზ. #61

7 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 
მის.: ფურცელაძის ქ. #1, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია

7 დეკემბერს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, კომიტეტის თავმჯდომარის ოთახი N518

7 დეკემბერს, 15:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

7 დეკემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია. პროექტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.
მის.: ცისფერყანწელების ქ. N6

7 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისში პარლამენტის შენობის წინ - ”ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის” და ”თანადგომისა და ზიანის შემცირების საქართველოს ორგანიზაციის” მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართება აქცია - ”კანონი კლავს” მანიფესტაცია მკვლელი ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.

7 დეკემბერს, 18:30 საათზე, გამომცემლობა "ალეფი" მწერალთა სახლში ახალი გამოცემის - მიშელ ტურნიეს ორი რომანი "გასპარი, მექიორი და ბალთაზარი", "ელეაზარი, ანუ წყრო და ბუჩქი" ქართული თარგმანის ერთ წიგნად წარდგენას გამართავს. მიშელ ტურნიეს შემოქმედების შესახებ ისაუბრებს წიგნის წინასიტყვაობის ავტორი, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

7 დეკემბერს, 19:00 საათზე, საგამოფენო დარბაზ „ბლექ ენდ ვაითში“ იალია ჭკადუას ფოტოები გამოიფინება, რომელიც ავტორმა აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ლაზეთში, ლორესა და ჰერეთში გადაიღო. 
მის.: გოგებაშვილის ქ. #46
საკონტაქტო ტელ: 577 39 01 44




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics