21:27 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 22:26:39, 2376 ნახვა

სამართალი
გოგლა ჟვანია სასამართლოს მიერ ლევან ჩაჩუას გამართლებაზე: ეს არის სიყალბე და აშკარა ტყუილია სახეზე

ეს არის აშკარა სიყალბე და აშკარა ტყუილია სახეზე, - ასე ეხმაურება ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია სასამართლოს მიერ ლევან ჩაჩუას გამართლების გადაწყვეტილებას.

გადაცემა "არჩევანში" გარდაცვლილი პრემიერის ძმა ექსპერტ ლევან ჩაჩუას სამსახურეობრივ გულგრილობაზე საუბრობს და კონკრეტულ არგუმენტებზე ამახვილებს ყურადღებას. ჟვანია ამბობს, რომ ლევან ჩაჩუა ასრულებდა დავალებას და მის დასკვნასა და სასამართლოს გადაწყვეტილებას შორის აშკარა შეუსაბამობაა.

„ჩემთვის გაუგებარია და გასაოცარია, რატომ ვერ დადასტურდა მისი ბრალეულობა, რადგან აშკარა შეუსაბამობა იყო ვიდეოკადრებსა და ჩაჩუას დასკვნას შორის. მე პროკურატურაშიც მოვიკითხავ ამ საქმეს და სასამართლოშიც მოვიკითხავ, რატომ მოხდა ასე. ეს არის აშკარა სიყალბე და აშკარა ტყუილია სახეზე“, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

ცნობისთვის, ლევან ჩაჩუა სასამართლოს ყველა ინსტანციამ უდანაშაულოდ სცნო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics